Nursery Development Expert ToR

პროექტის დასახელება: მიწის აღდგენის ღონისძიებები შიდა ქართლის მოწყვლად მუნიციპალიტეტებში მიწის ეროზიის თავიდან ასაცილებლად და 650 ჰექტარი სახნავი მიწის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით პროგრამის დასახელება: სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომის და მოქნილობის (AMMAR) პროექტი ძირითადი დონორი: სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (“GEF”) წამყვანი აღმასრულებელი სააგენტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA) განმახორციელებელი ორგანიზაცია: კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (რგც კავკასია) კონტრაქტის ტიპი: სერვის კონტრაქტი კონტრაქტის ხანგრძლივობა: 3 თვე კონტრაქტის მოქმედების ვადა: 24 სექტემბერი - 20 დეკემბერი სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი და გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები, საქართველო ზოგადი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის(IFAD) მიერ დაფინანსებული საქართველოს მთავრობის - სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის მიზანია აამაღლოს წვრილი ფერმერების შემოსავლები და გაზარდოს კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობა სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებით, ასევე, მდგრადი წარმოების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, საწარმოებსა და წვრილი ფერმერების წარმოების სისტემებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ჯაჭვების ყოვლისმომცველ ზრდას. AMMAR - ის პროექტის ფარგლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის („GEF“) სამდივნომ IFAD-სთვის ხელმისაწვდომი გახადა ფინანსური მხარდაჭერა - კლიმატური ცვლილების საგანგებო ფონდის (SCCF) საგრანტო ბაზიდან („GEF-გრანტი“), რათა უზრუნველყოფილი იყოს დამატებითი დაფინანსება კლიმატის ცვლილების რისკებისადმი ადაპტირებადი ფერმერების შესაძლებლობების გასაზრდელად, მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების საშუალებით. პროექტის განვითარების მიზანია გააუმჯობესოს წყლის ხელმისაწვდომობა, სასოფლო სავარგულების პროდუქტიულობა და წვრილი მეპატრონეების შემოსავალი კლიმატურად მდგრად სამეურნეო სისტემებსა და სასაქონლო ჯაჭვის ტექნოლოგიებში ინვესტირებით. პროექტი გამოიყენებს ლანდშაფტის აღდგენის მიდგომას სამიზნე ტერიტორიებზე კლიმატური საფრთხეების შესაფასებლად, იმ მოწყვლადი ტერიტორიების განსაზღვრით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საირიგაციო სისტემების სათანადო ფუნქციონირებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების დაცვას, ასევე, მხარს დაუჭერს მათი აღდგენის მიზნით ეკოლოგიური აღდგენის საშუალებებს და ბიოინჟინრულ ტექნოლოგიებს. პროექტის მიზანია დაახლოებით 650 ჰექტარ სახნავ მიწაზე პროდუქტიულობის შენარჩუნება და ქარისმიერი ეროზიისგან გამოწვეული მიწის დეგრადაციის შემცირება, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა) ქარსაფარი ზოლების გაშენების და/ან რეაბილიტაციის, ასევე, (5 წლის განმავლობაში) 117ტ CO2 ექვივალენტი ნახშირბადის სეკვესტრირების გზით. დაგეგმილი პილოტური ღონისძიებები დაანახებს ადგილობრივ ფერმერებს, ასევე, რეგიონული და ეროვნული გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ქარსაფარი ზოლების ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მნიშვნელობას და წაახალისებს მათ, რათა უფრო ფართო არეალი მოიცვან მუნიციპალიტეტის სხვა მხარეებშიც. საფუძველი როგორც საქართველოს ტერიტორიების სხვა რეგიონებში, ასევე, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებშიც მკვეთრად შემცირებულია ნიადაგების ნაყოფიერება, რაც გამოწვეულია ქარისმიერი ეროზიებით, რომელსაც, თავისმხრივ, იწვევს ქარსაფარი ზოლების არარსებობა, ტყის უკონტროლო ჭრა, გადაძოვება, კლიმატური ცვლილებები (მაღალი ტემპერატურა) და ა.შ. პროექტის ფარგლებში ეს კომპონენტი ითვალისწინებს ქალთა აქტიურ ჩართულობას. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი ხელს შეუწყობს მოეწყოს ქალების მიერ მართული ორი მცირე ზომის, ღია ველის სანერგე მეურნეობა, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ქალების მიერ მართული სანერგე მეურნეობების არსებობა ხელს შეუწყობს გენდერული პრობლემების აქტუალობასა და სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი, როგორც პროექტის განმახორციელებელი ორგანო, სანერგე მოურნეობის მოწყობის მსურველ ადგილობრივ ქალებს, პროექტის ფარგლებში დაეხმარება საწყისი ინვესტიციებითა და ბიზნეს - გეგმის შემუშავებით. ქალი-ფერმერების მიერ მართული მცირე სანერგე მეურნეობები ითვალისწინებს მერქნიანი მცენარეების ისეთი ჯიშების გამოყვანას (მაგ:ელდარის ფიჭვი- Pinus eldarica, კვიპაროსი-Cupressus, კედარი -Cedrus deodara, ალვის ხე Populus pyramidalis, იფანი-კოპიტი (Fraxinus), ნუში-Prunus), რომლებიც აქტიურად იქნება გამოყენებული ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად, არა მარტო გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, არამედ, სამომავლოდ, სხვა მუნიციპალიტეტებშიც. სამუშაოს აღწერილობა: სანერგე მეურნეობის მოწყობის ექსპერტი, პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით, მონაწილეობას მიიღებს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში სანერგე მეურნეობების ტერიტორიებისა და ბენეფიციარი ქალების შერჩევაში, სანერგეების დაგეგმარებასა და სამუშაოების განხორციელებაში, შემდეგი დავალებების შესრულებით: - შეირჩეს სანერგის ტიპი, რომელიც უნდა მოეწყოს პროექტის ფარგლებში - დახმარება გაეწიოს შერჩეულ ქალ-ფერმერებს სანერგის გეგმის შემუშავებაში. - დაინტერესებულ ფერმერ ქაბეს მიეწოდოს თესლები, ნერგები სასუქი და ხელსაწყოები ნერგების გამოსაყვანად(მაგ: ბაღის ხელთათმანი, სარწყავი ჭურჭელი ან მილები).; - პროექტის მიერ შერჩეული ქალი-ფერმერებისთვის დათესვისა და სასუქების მოხმარების თაობაზე. - დადგინდეს საფრთხეები, თუ რომელი მავნებლები და დაავადებები წარმოადგენენ საშიშროებას სანერგისთვის და გაეწწიოთ შესაბამისი კონსულტაციები დაინტერესებულ ქალ ფერმერებს. მისაღები შედეგები - სანერგის კონცეფცია და გეგმის ჩათვლით, - სანერგის მოწყობა კონცეფციის შესაბამისად, - კონსულტაციების გაწევა პროექტის მიერ შერჩეული ქალი ფერმერებისთვის განრიგი N დოკუმენტები/ანგარიშები თარიღი 1. სანერგის კონცეფცია და გეგმა S სექტემბერი 2018 2. სანერგის მოწყობა ოქტომბერი-ნოემბერი 2018 3. კონსულტაციების გაწევა პროექტის მიერ შერჩეული ქალი ფერმერებისთვის ნოემბერი 2018 ყველა დოკუმენტი მოწოდებული უნდა იქნას ქართულ ენაზე. კვალიფიკაცია და გამოცდილება ექსპერტს უნდა ჰქონდეს შემდეგი კვალიფიკაცია და გამოცდილება: - შესაბამისი პროფილის მქონე ბაკალავრის დიპლომი ან ბაკალავრიატზე სწალის ცნობა; - სანერგე მეურნეობაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით; - სანერგე მეურნეობების მოწყობის/გაშენების პრაქტიკული სამუშაოების გამოცდილება; - ანალიტიკური აზროვნება და აკადემიური წერის უნარი; - კომუნიკაბელურობა, საკუთარი აზრის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემის უნარი, როგორც ზეპირად, ასევე, წერილობით; - ინფორმაციის შეგროვების, გაანალიზებისა და პრეზენტაციის მონაწილეობითი მიდგომების უნარების ფლობა; - კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა. ენა: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

September 07, 2018