SHARE
July 01, 2019

Another Training for Bareti Farmers - Georgian Version

✅ პროექტის “მიწისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად და მცირე მოწყვლადი მეურნეობების ეკონომიკური მდგომარების გასაძლიერებლად” ფარგლებში, 2019 წლის 19-20 და 28-29 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარეთის ფერმერებს ჩაუტარდათ პროექტით გათვალისწინებული პრაქტიკული ტრენინგები სადემონსტრაციო ნაკვეთზე კარტოფილის მოვლა-მოყვანის საკითხებში, სადაც უკვე დაითესა "ე" კლასის არნოვას ჯიშის კარტოფილი 🥔.
პროექტი დაფინანსებულია ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში.პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი სი-თი-სი (CTC). პროექტს ახორციელებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ბედიანის ბავშვთა ცენტრთან ერთად, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა და რეგიონში მუშაობს განათლებისა და სოციო-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე.

✅ პროექტი მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, რამდენადაც იგი დაკავშირებულია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასთან, ასევე, შემოსავლის უფრო მდგრადი წყაროს შექმნას, სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის სწორი პრაქტიკების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
.
✅ შეხვედრას ესწრებოდნენ ფერმერები, წალკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ბედიანის ბავშვთა ცენტრის წარმომადგენლები, პროექტის ხელმძღვანელი და ექსპერტები.