
ერთ-ერთი გამორჩეული მხარე, სადაც მრავლადაა დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონია. ესენია: ვაშლოვანის, ლაგოდეხის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, მარიამჯვარის და ჭაჭუნას დაცული ტერიტორიები. თუმცა კახეთი გამორჩეულია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით, არამედ აგრომრავალფეროვნებით და იგი ასევე მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით და ტრადიციებით.
