არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის-ბილიკის მოწყობა

არაკომერციული ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის-ბილიკის მოწყობაზე.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2021

სატენდერო განცხადების #: 021RECC/G/EU-2021-SRV-10-6.7.

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის, „კახეთში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა“-ს (NEAR-TS/2018/404-140), ფარგლებში. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ინკლუზიური და მდგრადი ზრდის და ადგილობრივ დონეზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მეშვეობით.

ტენდერის გზით შერჩეული კომპანია პასუხისმგებელი იქნება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებზე, არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის/ბილიკის მოწყობაზე.

კერძოდ,გაუვალი მონაკვეთების მოხერხებულად გასავლელად მსუბუქი და ლანდშაფტთან მორგებული კონსტრუქციების მოწყობას:
1. ციცაბო კლდოვან ჩასასვლელებზე გათვალისწინებულია კლდეში საფეხურების გამოთლა და მოაჯირებად კვანძებიანი ბაგირის დამაგრება ანკერებში სამაგრად. რომელთა შორის მანძილი ადგილმდებარეობის სირთულის მიხედვით მერყეობს 1 მეტრიდან 2 მეტრამდე
2. ვერტიკალურთან მიახლოვებულ ასასვლელებში რომელთა სიმაღლე 1,5მ- დან 4 მეტრამდე მერყეობს, გამოყენებულია ფოლადის მილკვადრატის კიბეები, რომლებიც მაგრდებიან კლდეში ჩაანკერებულ ფოლადის ღეროებზე შედუღებით.
3. ფხვიერ ციცაბო ჩასასვლელებზე, სადაც სინოტივეში დაცურების საშიშროებაა, გამოყენება დაწოლილი კიბეები. დაწოლილი კიბეები 60სმ-იანი სიგრძის 20სმ დიამეტრის ხის მორებია, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია (ორივე მხრიდან) ჯაჭვებით და ჩაანკერებული არიან გრუნტში ფოლადის ღეროებით (თითო გამოშვებით) გაზრდილია სიმძიმის მდგრადობა დაცურებაზე და მორის გადაგორებაზე.
4. მდინარეზე გადასასვლელებად გამოყენებულია დამუშავებული ხის მასალა. ორი ტიპის (4 და 3 მეტრი მალის სიგრძის) კონსტრუქციის ხიდი. მათი დამაგრება ხდება ლოდებზე ანკერების მოწყობით და პატარა მოცულობის ბეტონის ბალიშებით (უსწორმასწორო ადგილების შესავსებად).
5. კანიონის ბოლო ნაწილში ტბორის მახლობლად, ჭანჭრობში გასავლელად მოეწყობა ფიცრული ბილიკის ბაქანი.
6. ჩანჩქერთან ეწყობა ოთხი სხვადასხვა კონსტრუქცია: • გადასახედი ბაქანის მოაჯირი. • ფოლადის კონსტრუქციის ხიდი მოაჯირებით. • კლდეში გამოთლილი საფეხურები ჩამაგრებული ანკერებით ბაგირისმოაჯირით. • ჩაკიდებული ფოლადის კიბე

შესასრულებელი სამუშოს დეტალური აღწერილობა მოცემულია დანართ 1 -ში (არწივის ხეობის მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი ). ტენდერში გამარჯვებული კომპანია პასუხსიმგებელი იქნება მხოლოდ ქვედა ბაქანთან დაკავშირებულ სამუშაოებზე.

პროექტების მომზადების აუცილებელი პირობები:
– სამუშაოების დეტალური კალკულაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი 2 – ის შესაბამისად (ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე);
– პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ზედა ზღვარი შეადგენს 60 000 ლარს ;
– ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულების შესაბამისობის დადგენის მიზნით, უნდა წარმოადგინოს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა;
– სამუშაოს შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) კალენდარულ თვეს

დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საპროექტო ტერიტორიას წინასწარი შეტყობინების საფუძველზე (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. ქვემოთ).

ასევე ტენდერში მონაწილე კომპანიამ:

– უნდა გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები;
– სამშენებლო მასალების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღოს ადგილობრივი კლიმატის თავისებურებებიბი და გაითვალიწინოს კონსტრუქციის მინიმალური შენახვის და ექსპლოატაციის ხარჯები;
– მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი სამშენებლო და ბუნებრივი მასალები;
– მასალები უნდა დამუშავდეს სინოტივის, სოკოს, მწერების და მღრღნელებისგან დამცავი სპეცმასალებით. ფოლადის კონსტრუქციები შერჩეულია უჟნგავი მასალისგან. შავი ლითონი უნდა შეიღებოს ანტიკოროზიული საღებავის ორი ფენით (გარემოსთან ადაფტირებული)

– უზრუნველყოს მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
– შემოთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის დასახელებას: არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის-ბილიკის მოწყობა; ფინანსურ შემოთავაზებას დანართი 2 – ის შესაბამისად, ლარებში, დღგ–ს გარეშე; რეკვიზიტები: კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი; საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს:
– ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
– ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
– ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული შესაბამისი პროექტების ჩამონათვალი (უპირატესობა მიენიჭება მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე კომპანიებს. ასევე კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება. ტენდერში მონაწილე კომპანიას, ან კომპანიის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეს საინჟინრო-საპროექტო და სამშენებლო სფეროში არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება).

ნიმუში და ხარჯთაღრიცხვა
წინამდებარე სატენდერო შეთავაზებას თან ერთვის დანართი 1- რწივის ხეობის მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების ცხრილი დანართი 2 – არწივის ხეობის ხარჯთაღრივხვა.

საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივლისი, 2021.
– ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი.
– ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: zviad.khukhunashvili@rec-caucasus.org და lali.tevzadzei@rec-caucasus.org (COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, სასურველია შემოთავაზებები წარმოდგენილი იქნას მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე):
– საკონტაქტო პირები:

  • ლალი თევზაძე; მობ: +995 557 73 69 19; lali.tevzadzei@rec-caucasus.org
  • ამირან კოდიაშვილი; მობ: +995 599 31 39 57; amiran.kodiashvili@gmail.com