October 30, 2018

Announcement of Tender for Supply of Planting Material – Seedlings of Tree Species in Georgia under the AMMAR financed field Project

Announcement of Tender for Supply of Planting Material – Seedlings of Tree Species in Georgia under the AMMAR financed field Project

Posted on October 1, 2018

Closing Date for Submission of Tenders: October 29, 2018

Publication reference: RECC-SP-OL-002-AMMAR-IFAD-2018-10-01

The Regional Environmental Centre for the Caucasus (REC Caucasus) intends to award a supply contract in Georgia for Supply of Planting Material – Seedlings of Tree Species in Georgia within ongoing field project “Land Restoration Measures to Prevent Land Erosion and to Maintain the Fertility of about 650 ha of Arable Lands in Vulnerable Municipalities of Shida Kartli Region” with financial assistance from AMMAR (Georgia’s Agriculture Modernization, Market Access and Resilience Project) to be delivered in 2 Lots:

– Lot 1 Supply of Container Seedlings of Conifer Tree Species;

– Lot 2 Supply of Container or Bare Root Seedlings of Deciduous Tree Species

Both Lots to be delivered to 17 Pilot Sites in Gori and Kareli Municipalities of Georgia selected for windbreaks establishment / rehabilitation during November, 2018.

The tender materials in PDF format (Technical Specification Form, Delivery Schedule and Financial Offer Form for Lot 1 and Lot 2) are available on this web-page for download – Tender Materials Supply Seedlings.zip

The tender materials in Microsoft Word/Excel format (Technical Specification, Delivery Schedule/Points and Financial Offer Form for Lot 1 and Lot 2) will be available from REC Caucasus, 13 Badri Shoshitaishvili Street, 0179 Tbilisi, Georgia or from REC Caucasus Authorized Officer upon request.

Tenders should be submitted in a form of Technical Offer (Technical Specification Form – Annexes I and II) and Financial Offer (Financial Offer Form – Annex IV).

Tenderers may submit only one tender per lot. Tenders for parts of a lot will not be considered.

The deadline for submission of tenders is: October 29, 2018, 16:00 Local Time at REC-Caucasus Office (13, Badri Shoshitaishvili Street, 0179 Tbilisi, Georgia).

All tenders must be received by registered letter with acknowledgement of receipt or hand-delivered against receipt signed by the WWF-Caucasus Authorized Officer.

All tenders must be submitted in a sealed envelope bearing only:

a)    the above address;

b)    tender Publication Reference: RECC-SP-OL-002-AMMAR-IFAD-2018-10-01;

c)    where applicable, the number of the lot(s) tendered for;

d)    the words “Not to be opened before the tender opening session”;

e)    the name of the tenderer.

The technical and financial offers must be placed separately in sealed envelopes. These envelopes should then be placed in another single sealed envelope/package.

Tender opening session: 17:00 Local Time on October 29, 2018

Selection of a contractor will be made in accordance with the quality-cost based selection method (technical component and price component).

Possible additional information or clarifications/questions will be published on the website mentioned above.

For more detailed information please contact:

Giorgi Kipiani, Authorized Officer
REC Caucasus

13, Badri Shoshitaishvili Street

0179 Tbilisi, Georgia

Tel: +995 32 2250775

Mob: +995 577 177171

E-Mail: giorgi.kipiani@rec-caucasus.org

www.rec-caucasus.org

 

* * * * *

 

სატენდერო განცხადება სარგავი მასალის – მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) ნერგების შესყიდვაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის მიერ დაფინანსებული საველე პროექტის ფარგლებში

გამოქვეყნების თარიღი: 2018 წლის 1 ოქტომბერი

სატენდერო განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 2018 წლის 29 ოქტომბერი

სატენდერო განცხადების საიდენტიფიკაციო ნომერი: RECC-SP-OL-002-AMMAR-IFAD-2018-10-01

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს სარგავი მასალის – მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) ნერგების შესყიდვაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის პროექტის (AMMAR) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საველე პროექტის „მიწის ეროზიის საწინააღმდეგო აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება 650 ჰა სახნავი მიწის ფართობზე ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით – შიდა ქართლის მოწყვლად მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში ორ ლოტად:

– ლოტი 1 – წიწვოვანი მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) კონტეინერული ნერგების შესყიდვა;

– ლოტი 2 – ფოთლოვანი მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) კონტეინერული ნერგების (კომით) და/ან არაკონტეინერული (ღია ფესვით) ნერგების შესყიდვა

ზემოთ მოყვანილი ორივე ლოტი ითვალისწინებს 2018 წლის ნოემბერში ნერგების მიწოდებას გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლების გაშენებისთვის შერჩეულ 17 საცდელ უბანზე.

სატენდერო მასალები (ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმა, მიწოდების გრაფიკი, ფინანსური შეთავაზების ფორმა) PDF ფორმატში ხელმისაწვდომია ამავე ვებ-გვერდზე – Tender Materials Supply Seedlings.zip

სატენდერო მასალები (ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმა, მიწოდების გრაფიკი/ადგილი, ფინანსური შეთავაზების ფორმა)  Microsoft Word/Excel-ის ფორმატში მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება დაინტერესებულ პირს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრში (REC Caucasus), ან ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკური განაცხადის (ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმის – დანართები I და II) და ფინანსური განაცხადის (ფინანსური შეთავაზების ფორმა – დანართი IV) ერთობლიობის სახით.

სატენდერო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტზე. სატენდერო განაცხადი არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ლოტის ნაწილზე – ამგვარი განაცხადი განხილული არ იქნება.

სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 ოქტომბრის 16:00 საათი ადგილობრივი დროით. სატენდერო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრში (REC Caucasus) – მისამართზე: ბადრი შოშიტაიშვილის ქ. 13, თბილისი 0179, საქართველო.

სატენდერო განაცხადი გამოგზავნილი უნდა იქნეს ფოსტით. ხელით წარმოდგენის შემთხვევაში – მიღებული უნდა იქნეს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) უფლებამოსილი პირი წარმომდგენზე გასცემს წერილობით დასტურს სატენდერო განაცხადის მიღების თაობაზე.

სატენდერო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ:

a)   კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მისამართი;

b)    სატენდერო განცხადების საიდენტიფიკაციო ნომერი: RECC-SP-OL-002-AMMAR-IFAD-2018-10-01;

c)    სატენდერო განაცხადის მხოლოდ ერთ ლოტზე წარმოდგენის შემთხვევაში – შესაბამისი ლოტის ნომერი;

d)    სიტყვები „არ გაიხსნას სატენდერო კომისიის სხდომამდე“;

e)    ტენდერში მონაწილე სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) დასახელება.

ტექნიკური განაცხადი (ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმა/ფორმები – დანართები I, II) და ფინანსური განაცხადი (ფინანსური შეთავაზების ფორმა – დანართი IV) განთავსებული უნდა იყოს განცალკევებულ დალუქულ კონვერტებში. ხოლო ეს ორი (განცალკევებული) კონვერტი ერთად უნდა განთავსდეს ერთ, ასევე დალუქულ, კონვერტში.

სატენდერო კომისიის სხდომის დაწყების დრო: 2018 წლის 29 ოქტომბრის 17:00 საათი ადგილობრივი დროით.

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ხარისხი-ფასის შერჩევის მეთოდის (ტექნიკური კომპონენტი და ფინანსური კომპონენტი) გამოყენების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვებისთვის შეიძლება მიმართოთ:

გიორგი ყიფიანი (უფლებამოსილი პირი)

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)

ბადრი შოშიტაიშვილის ქ. 13

0179 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2250775

მობ: +995 577 177171

ელ-ფოსტა: giorgi.kipiani@rec-caucasus.org

www.rec-caucasus.org