Call for Applications Participation in the Program for Supporting Demonstration Projects on Fruit, Berry, and Nut Crops

კონკურსი

ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

ა(ა)იპ – კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა ხორციელდება პროექტის „მწვანე შეთანხმებისთვის მზადყოფნის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (PROGRESS) ფარგლებში.

პროექტი PROGRESS ფინანსდება გერმანიის ფედერალური მთავრობის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, როგორც წამყვანი ორგანიზაცია, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), მოლდოვის ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და პროგნოზირების ინსტიტუტის (IEF) პარტნიორობით.

საქართველოში ხილ-კენკოვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტების ხელშწყობის პროგრამის მიზანია მდგრადი და კლიმატგონივრული აგროპრაქტიკის დანერგვა, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოში სულ მცირე სამი სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობა მათი თანადაფინანსების გზით.

თანადაფინანსებისთვის შერჩეული სადემონსტრაციო პროექტები უნდა ფარავდნენ ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების პირველადი წარმოების (მოყვანის, მოსავლის აღების, პირველადი გადამუშავება/შენახვის) ერთ ან რამოდენიმე სტადიას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მდგრადი სარგებელი გრძელვადიან პერიოდში.

  1. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებ

პროგრამაში მონაწილეობა ღიაა ხილ-კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების სადემონსტრაციო პროექტებისთვის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება მოცვისა და ნუშის კულტურაზე ორიენტირებულ პროექტებს.

  1. თანადაფინანსების ოდენობა

ერთი სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ძირითადი საშუალებების შეძენა-მონტაჟისათვის: 5,000 – 25,000 ევროს/EUR ექვივალენტი ლარში
  • მომსახურებისთვის (მათ შორის, პროფესიონალური კონსულტაცია, შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა დაკავშირებული მომსახურებები): 5,000-15,000 ევროს/EUR ექვივალენტი ლარში.

პროგრამის ბენეფიციარის თანამონაწილეობა სადემონსტრაციო პროექტის დაფინანსებაში

მოითხოვება პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის (თანადაფინანსების მიმღების) მიერ სადემონსტრაციო პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობა, რაც უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანადაფინანსების სულ მცირე 45%-ს ფულადი ან/და არაფულადი სახით.

  1. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ კლიმატზე ორიენტირებული, მდგრადი და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა.

  1. კონკურსის ეტაპები 

კონკურსის გაიმართება 4 ეტაპად:

  • ეტაპი I: განაცხადების მიღება და გადარჩევა
  • ეტაპი II: განაცხადების პირველადი შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ
  • ეტაპი III: თანადაფინანსებისთვის შერჩეული სადემონსტრაციო პროექტების გამოვლენა
  • ეტაპი IV: გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკების შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება
  1. საკონკურსო განაცხადის წარმოდგენა

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად და მოიცავდეს მოთხოვნილ ყველა დოკუმენტს;

განაცხადის შევსებული ფორმა (დანართი #1. განაცხადის წარმოდგენის ფორმა; დანართი #2: ბიუჯეტის ფორმა)  და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად ქვემოთ მოყვანილი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:

natia.tskhovrebadze@rec-caucasus.org;

nino.nadibaidze@rec-caucasus.org

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 23 ივნისი 18.00 სთ.

  1. დეტალური ინფორმაცია და შესავსები ფორმები

 __________

Call for Applications
Participation in the Program for Supporting Demonstration Projects on Fruit, Berry, and Nut Crops

Regional Environmental Centre for the Caucasus (REC Caucasus) announces a call for applications to participate in the Program for Supporting Demonstration Projects on Fruit, Berry, and Nut Crops. The program is implemented within the framework of “Promoting Green Deal Readiness in Eastern Partnership Countries” (PROGRESS).

The project PROGRESS is funded by the International Climate Initiative (IKI) of the German Federal Government and is implemented by the Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH, as the lead agency, in partnership with the Organisation for Economic Co-operation and Development (OECD), the Regional Environmental Centre for the Caucasus (REC Caucasus), the European Business Association (EBA) Moldova, and the Institute for Economics and Forecasting of the National Academy of Sciences of Ukraine (IEF).

The goal of the program is to promote sustainable and climate-smart agricultural practices, support adaptation to climate change, and improve economic conditions through the implementation of demonstration projects in Georgia. The program aims to support at least three demonstration projects in Georgia by co-financing selected initiatives.

Selected demonstration projects must cover one or more stages of the primary production of fruit, berry, or nut crops (e.g., cultivation, harvesting, primary processing/storage) to ensure sustainable long-term benefits.

  1. Program Priorities

Participation is open to all demonstration projects related to fruit, berry, and nut crops; however, priority will be given to projects focused on blueberry and almond cultivation.

  1. Co-Financing Amount

The minimum and maximum co-financing amounts per demonstration project are as follows:

  • For purchase and installation of fixed assets:
    €5,000 – €25,000 (or the equivalent in GEL)
  • For services (including professional consultations, capacity building, and other related services):
    €5,000 – €15,000 (or the equivalent in GEL)

Beneficiary Co-Financing Requirement
Applicants must contribute at least 45% of the total requested co-financing amount. This contribution can be financial and/or in-kind.

  1. Eligibility

The call is open to individuals and legal entities who are interested in implementing projects aligned with climate-smart, sustainable, and green economy principles.

  1. Competition Stages

The competition will take place in four stages:

  1. Stage I – Application submission and initial screening
  2. Stage II – Preliminary evaluation by the selection committee
  3. Stage III – Selection of demonstration projects for co-financing
  4. Stage IV – Environmental and climate risk assessment and signing of grant agreements
  5. Application Submission

Applications must be submitted electronically and include all required documents. The application form (Annex #1) and budget form (Annex #2), along with the supporting documentation, must be sent to the following email addresses:

  • tskhovrebadze@rec-caucasus.org
  • nadibaidze@rec-caucasus.org

Application deadline: June 23, 2025, 18:00 (Tbilisi time)

  1. Additional Information and Forms