March 5, 2019

დასახელება:ტენდერი სათესლე მასალის შესყიდვაზე

კავაკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციას სამხრეთ კავასიაში. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე

ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და მისი განმახორციელებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).

ორგანიზაცია იწყებს პილოტური პროექტის განხორციელებას ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების მიზნით თესლბრუნვის სისტემის დანერგვაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი სათესლე მასალის შესყიდვაზე.

 

გასათვალისწინებელია, რომ თესლი ითესება გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ამიტომ აღნიშნული კულტურების ჯიშები უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტერიტორიის კლიმატურ პირობებს.

 

კულტურა რაოდენობა
იონჯა 250 კგ
სუდანურა (სათიბად) 350 კგ
ესპარცეტი 1000 კგ
სიმინდი (სასურველია საქართველოში დარაიონებული ჯიშები ან ქართული ჰიბრიდი) 250 კგ
ბარდა (სასურველია ჯიში) 2500 კგ
საგაზაფხულო  ქერი 2300 კგ
შვრია 2300 კგ

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

 

h  ინფორმაცია კომპანიის(ორგანიზაციის) შესახებ

h  თესლის წარმოშობის სერტიფიკატი, სადაც მითითებული უნდა იყოს, რომ თესლი არ არის გენმოდიფიცირებული

h  თესლის ხარისხის სერტიფიკატი (ვარგისიანობის ვადისა და შენახვის პირობების მითითებით)

h  თესლის ფიტოსანიტარული სერტიფიკატი

h  თესლის მწარმოებლის მიერ თანდართული თესვა/მოვლის აგროტექნიკური წესები/ინსტრუქცია

h  კილოგრამის ფასი თითოეულ კულტურაზე

 

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:

 

ქეთი წერეთელი

ტელ: 5 77 569656

E-Mail: kety.tsereteli@rec-caucasus.org

 

ტენდერის ჩაბარების ვადები და პირობები:

 

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2019 წლის 15 მარტი, განცხადება მოგვაწოდეთ წერილობით ელ.მისამართზე ან ხელით კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ოფისში:

 

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი

თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა N13 (დავით არაყიშვილის ჩიხი 1)

ტელ: 5 77 569656

E-Mail: kety.tsereteli@rec-caucasus.org

www.rec-caucasus.org