გაცნობებთ, რომ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „სათემო კონსერვაციული აქტივობების მხარდაჭერა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების დასაცავად და დაშორებული, მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად – სათემო კონსერვაცია ადგილობრივი თემების გაძლიერებისათვის“.
პროექტი ხორციელდება წალკის მუნიციპალიტეტში, მისი მიზანია ბარეთის ტბის, როგორც ალგეთის ეროვნული პარკის ერთ-ერთი პოტენციური საიტის კონსერვაციის მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით შესაძლებლობების გაზრდისა და სათემო კონსერვაციის აქტივობების განხორციელების გზით.
პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელი ქმედებები, კერძოდ ბარეთის ტბასთან ფრინველებზე დასაკვირვებელი კოშკის მშენებლობა ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის გასავითარებლად.
ტექნიკური დავალება:
ფრინველებზე დასაკვირვებელი კოშკის ბაქანი უნდა მოეწყოს მიწის ზედაპირიდან მინიმუმ 3,20 მეტრის სიმაღლეზე, ნაწილობრივ გადახურული, დასაჯდომებით. დამკვირვებლის შენიღბვის მიზნით ბაქანი უნდა აღიჭურვოს ტიხრებით(ფარებით). ბაქნის ქვეშ სასურველია მოეწყოს მაგიდა და სკამები და ერთი ან ორი მხრიდან ასევე შეინიღბოს ტიხრებით. ნაგებობის ვიზუალი ნაკლებად უნდა იქცევდეს ფრინველების ყურადღებას.
დიზაინერული მომსახურების შესყიდვის მიზნით ააიპ “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს კონკურსს და მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
დიზაინერის შერჩევა :
პრეტენდენტების მიერ მოწოდებული უნდა იქნას დაახლოებითი საფასური დიზაინერულ მომსახურებაზე მოცემული ტექნიკური დავალების მიხედვით, რომლის საფუძველზე შეირჩევა ფიზიკური/იურიდიული პირი.
ასევე მათ უნდა წარმოადგინონ საკვალიფიკაციო მონაცემები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:
გამარჯვებულ პირთან გაფორმდება ხელშეკრულება, ანგარიშსწორება განხორციელდება შეთანხმებული ღირებულების შესაბამისად კონტრაქტის, მიღება&ჩაბარების აქტის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით;
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში კონტრაქტორმა უნდა წარმოადგენს მის მიერ შექმნილ ესკიზები არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილის ჩათვლით, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი სპეციფიკაცია და ხარჯთაღრიცხვა.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 6 მარტი, 2020
– ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti.esakia@rec-caucasus.org;
– დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
– მობ: +995 577 99 22 43
– საკონტაქტო პირი: ქეთი ესაკია