განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 31 დეკემბერი, 2019
სატენდერო განცხადების #: 021RECC/G/EU-2019-SRV-16-64
ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის, „კახეთში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა“-ს (NEAR-TS/2018/404-140), ფარგლებში. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ინკლუსიური და მდგრადი ზრდის და ადგილობრივ დონეზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მეშვეობით.
პროექტების მომზადების აუცილებელი პირობები:
– შესაბამის საინჟინრო-ტექნიკურ ნახაზებთან ერთად ასახული უნდა იყოს საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია (ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე);
– პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ზედა ზღვარი შეადგენს 18,000 ლარს;
– ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ისარგებლონ წინამდებარე განცხადებაზე მიმაგრებული სანიმუშო პროექტით (Observation tower.pdf) და წარმოადგინონ შემოთავაზებები მასთან შესაბამისობაში, უსაფრთხოებისა და ფრინველებზე დაკვირვების ასპექტების გათვალისწინებით;
– სამუშაოს დაწყებამდე წარმოდგენილი ნაგებობის სამშენებლო ნებართვას უზრუნველყოფს დამკვეთი;
– სამუშაო შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა აღემატებოდეს სამ (3) კალენდარულ თვეს
დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მოწყობის ადგილს წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.
ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
– შემოთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის დასახელება („დედოფლისწყაროში ფრინველებზე დაკვირვების ადგილების მოწყობა“); ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა თანდართული ცხრილის მიხედვით (Budget Birdwatching platform-RECC.xlsx); ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ–ს გარეშე; რეკვიზიტები: კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი;
გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს:
– ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
– ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
– ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული შესაბამისი პროექტების ჩამონათვალი. (უპირატესობა მიენიჭება მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე კომპანიებს. ასევე კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება. ტენდერში მონაწილეს უნდა გააჩნდეს საინჟინრო-საპროექტო სფეროში არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება)
ნიმუში და ხარჯთაღრიცხვა
წინამდებარე სატენდერო შეთავაზებას თან ერთვის ფრინველებზე დაკვირვების კოშკურას სანიმუშო ნახაზი (Observation tower.pdf) და სახარჯთააღრიცხვო ღირებულების სანიმუშო ცხრილი (Budget Birdwatching platform-RECC.xlsx).
საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 31 დეკემბერი, 2019.
– ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი.
– ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zviad.khukhunashvili@rec-caucasus.org;
– დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
– მობ: +995 599 287940
– საკონტაქტო პირი: ზვიად ხუხუნაშვილი