Preliminary Tender Announcement for Negotiation

არაკომერციული ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჭაჭუნას აღკვეთილში ჭალის ტყის აღდგენაზე

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2021

სატენდერო განცხადების #: 021RECC/G/EU-2021-SRV-12-6.7.

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის, „კახეთში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა“-ს (NEAR-TS/2018/404-140), ფარგლებში. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ინკლუზიური და მდგრადი ზრდის და ადგილობრივ დონეზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მეშვეობით.

ტენდერის გზით შერჩეული კომპანია პასუხისმგებელი იქნება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ჭაჭუნას აღკვეთილში, ჭალის ტყისა და გაშენებული ტყის კულტურების აღდგენისთვის კერძოდ, პირუტყვის ძოვებისაგან დაცვის მიზნით, 3000 მ პერიმეტრის ტერიტორიის შემოღობვა მავთულით (იხ. დანართი 1-შემოსაღობი ტერიტორია). შემოღობვა რეკომენდირებულია განხორციელდეს 1,7 მმ დიამეტრის, უჟანგავი, გალვანიზირებული რკინის მავთულით, 5 პარალელური მწკრივით და 2 დიაგონალურით. მიწის პირიდან პირველი პარალერული ზოლი დაშორებული უნდა იყოს 15 სმ -ზე და პირველი ზოლიდან მეორე პარალელულ ზოლამდეც დაშორება უნდა იყოს 15 სმ; ხოლო შემდგომ ზოლებს შორის დაშორება უნდა იყოს 25 სმ.

ღობე ნარგავებიდან დაშორებული უნდა იყოს 1,5 მეტრის სიგანეზე, რათა პირუტყვმა არ დააზიანოს და რომ საჭიროების შემთხვევაში, ღობის შეკეთებისას, არ დაზიანდეს ნარგავები.

შეღობვის დროს მავთულები რეკომენდირებულია დამაგრდეს ხის ბოძებზე, რომელთა შორის ოპტიმალური მანძილი უნდა იყოს 2-2,5 მ რელიეფის მდგომარეობის გათვალისწინებით. ხის ბოძების შემთხვევაში მავთულების დამაგრება განხორციელდება თვითმხრახნი ვინტებით. დიაგონალური მავთულების 2 ხაზი, მწკრივებში მყოფ 5 პარალერულ ეკლიან მავთულებზე დამაგრდება შესაბამისი დამჭერებით.

ხის ბოძებად, ბაზარზე ხელმისწვდომობის გათვალსიწინებით, რეკომენდირებულია აკაციის ბოძების გამოყენება, რომლის დიამეტრი არ უნდა იყოს 8 სმ-ზე ნაკლები. ბოძის მინიმალური სიმაღლე უნდა იყოს 2,5 მ, რომელიც მიწაში უნდა დამაგრდეს 0,5-0,6 მეტრის სიღრმის ორმოში. ბოძები მყარად და მტკიცედ უნდა ჩამაგრდეს ორმოში ისე, რომ მიწიდან ბოძების ამოღება არ იყოს ადვილი. ამ მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, ორმოში ჩასაგდებ მხარეს ბოძებს შეიძლება დაუმაგრდეს ხის ან ლურსმნის შვერილები. კუთხეებში დამაგრებულ ბოძებს, სიმყარისთვის, დამატებით გვერდებზე უნდა დაუმაგრდეს (პირობითად სამკუთხედში ჰიპოთენუზის ფორმისა და დახრილობის) ხის ან სხვა მასალის ბიჯგები. ხის ბოძების მიწაში დიდხანს შენახვის და ექსპლუატაციის გახანგრძლივების მიზნით ის ნაწილი რომელიც მიწაში უნდა მოექცეს, გაიქერქოს და შეიღებოს ან ამოვლებული იქნას ლპობის შემაჩერებელ სითხეში.

პროექტების მომზადების აუცილებელი პირობები:
– შესაბამის საინჟინრო-ტექნიკურ ნახაზებთან ერთად ასახული უნდა იყოს საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია (ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე).
– პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ზედა ზღვარი შეადგენს 58 000 ლარს;
– ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულების შესაბამისობის დადგენის მიზნით, უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა;
– სამუშაოს შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა აღემატებოდეს ორ (4) კალენდარულ თვეს

დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ შემოსაღობი ტერიტორია, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. ქვემოთ).

ასევე ტენდერში მონაწილე კომპანიამ:

– უნდა გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები;
– სამშენებლო მასალების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღოს ადგილობრივი კლიმატის თავისებურებები;
-სამშენებლო მასალების შერჩევის დროს გაითვალისწინოს კონსტრუქციის მინიმალური შენახვის და ექსპლოატაციის ხარჯები;
– მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი სამშენებლო და ბუნებრივი მასალები;
– უზრუნველყოს კონსტრუქციის მაქსიმალური უსაფრთხოება;
– უზრუნველყოს მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
შემოთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის დასახელება „ჭალის ტყის აღდგენა“; დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ–ს გარეშე; რეკვიზიტები: კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი.

გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს:

– ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
– ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
– ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული შესაბამისი პროექტების ჩამონათვალი (უპირატესობა მიენიჭება მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე კომპანიებს. ასევე კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება. ტენდერში მონაწილე კომპანიას, ან კომპანიის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეს საინჟინრო-საპროექტო და სამშენებლო სფეროში არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება).

ნიმუში და ხარჯთაღრიცხვა
წინამდებარე სატენდერო შეთავაზებას თან ერთვის შემოსაღობი ტერიტორიის რუკა.

საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2021.

– ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი.
– ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: zviad.khukhunashvili@rec-caucasus.org და lali.tevzadzei@rec-caucasus.org (COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, სასურველია შემოთავაზებები წარმოდგენილი იქნას მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე):

– საკონტაქტო პირები:

  • ლალი თევზაძე; მობ: +995 557 73 69 19; lali.tevzadzei@rec-caucasus.org
  • ამირან კოდიაშვილი; მობ: +995 599 31 39 57; amiran.kodiashvili@gmail.com