May 29, 2019

Tender on Informational Banners (Georgian version)

კავაკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციას სამხრეთ კავასიაში.ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ .

გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 29 მაისი.

სატენდერო განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 2019 წლის 6 ივნისი.

საინფორმაციო დაფები (ბანერები) უნდა დამზადდეს 5 ცალი (ორგანიაციის მიერ მიწოდებული გამზადებული დიზაინის შესაბამისად).

საინფორმაციო დაფის პარამეტრები: ზომა _ 140/80 სმ, დიბონდი წყალგამძლე სტიკერით,

დასამონტაჟებელი რკინის ბოძი:

თითო დაფისთვის 2 ცალი სისქით 10/10 სმ, სიგრძე 3 მ

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ:

1. ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ

2. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

3. ფასი

 

სატენდერო განაცხადი გამოგზავნილი უნდა იქნეს ფოსტით ან ელექტრონულად. ხელით წარმოდგენის შემთხვევაში – მიღებული უნდა იქნეს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) უფლებამოსილი პირის მიერ, რაზედაც იგი გასცემს წერილობით დასტურს სატენდერო განაცხადის მიღების თაობაზე.

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ხარისხი-ფასის შერჩევის მეთოდის (ტექნიკური კომპონენტი და ფინანსური კომპონენტი) გამოყენების საფუძველზე.

 

დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვებისთვის შეიძლება მიმართოთ ქ-ნ ქეთევან წერეთელს (კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის უფლებამოსილი პირი).

 

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)

ბადრი შოშიტაიშვილის ქ. 13

0179 თბილისი, საქართველო

ქეთი წერეთელი

ტელ: 5 77 569656

E-Mail: kety.tsereteli@rec-caucasus.org