February 11, 2020

ტენდერი 2020 წლის საგაზაფხულო თესვისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალის შესასყიდად

ტენდერი 2020 წლის საგაზაფხულო თესვისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალის შესასყიდად

ტენდერი No. 006RECC/G/GEF-2020-SP-01-BL2302

კავაკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციას სამხრეთ კავასიაში. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით  მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და მისი განმახორციელებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment).

ორგანიზაციამ დაიწყო პილოტური პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას თესლბრუნვის დანერგვის გზით გორის, ქარელისა, ყვარლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ზემოაღნიშნული პილოტური პროექტის განსახორციელებლად, ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს 2020 წლის საგაზაფხულო თესვისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალის შესასყიდად შემდეგი ლოტების მიხედვით:
ლოტი 1 (LOT 1): ქერი 

კულტურა რაოდენობა
“ქერი საგაზაფხულო”, სათესლე, კალიბრირებული, ელიტა ან I რეპროდუქცია 13,430 კგ

 

ლოტი 2 (LOT 2): შვრია

კულტურა რაოდენობა
შვრია სათესლე, კალიბრირებული, ელიტა ან I რეპროდუქცია 3,125 კგ

 

ლოტი 3 (LOT 3): იონჯა

კულტურა რაოდენობა
იონჯა  იტალიური  სათესლე, ელიტა ან I რეპროდუქცია 370 კგ

 

ლოტი 4 (LOT 4): ესპარცეტი

კულტურა რაოდენობა
ესპარცეტი სათესლე, ელიტა ან I რეპროდუქცია, საქართველოში დარაიონებული 5,125 კგ

 

ლოტი 5 (LOT 5): საზამთრო

კულტურა რაოდენობა
საზამთროს (ატამანი) თესლი 2,500 ცალი

 

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო განაცხადი (განცხადის ფორმა ჩამოსატვირთად: Annex SEEDS.docx) შემდეგი ინფორმაციით:

•    ინფორმაცია კომპანიის (ორგანიზაციის) შესახებ;
•    თესლის წარმოშობის სერტიფიკატი, სადაც მითითებული უნდა იყოს, რომ თესლი არ არის გენმოდიფიცირებული;
•    თესლის ხარისხის სერტიფიკატი (ვარგისიანობის ვადისა და შენახვის პირობების მითითებით);
•    თესლის მწარმოებლის მიერ თანდართული თესვა/მოვლის აგროტექნიკური წესები/ინსტრუქცია;
•    შემოთავაზებული ფასი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს შუძლიათ სატენდერო განაცხადი შემოიტანონ როგორც ერთ ცალკე აღებულ, ასევე რამოდენიმე ან ყველა ლოტზე. 

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:

ქეთი ჯიბლაძე
ტელ: 593 79 77 99
E-mail:  keti.jibladze@rec-caucasus.org 

სატენდერო განაცხადის ჩაბარების ვადები და პირობები:

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2020 წლის 25 თებერვალი. განცხადება მოგვაწოდეთ წერილობით ზემოთ მითითებულ ელ.მისამართზე ან ხელით კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ოფისში:

თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა N13 (დავით არაყიშვილის ჩიხი 1)