September 30, 2019

ტენდერი ხორბლის სათესლე მასალის შესყიდვაზე

კავაკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციას სამხრეთ კავასიაში. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით  მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და მისი განმახორციელებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment).

ორგანიზაცია იწყებს პილოტური პროექტის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას თესლბრუნვის დანერგვის გზით გორის, ქარელისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ზემოაღნიშნული პილოტური პროექტის განსახორციელებლად, ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს ხორბლის სათესლე მასალის შესყიდვაზე საშემოდგომო თესვისთვის.

კულტურა რაოდენობა
საშემოდგომო ხორბლის სათესლე „ლომთაგორა 126“ 13,500 კგ

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია: 

  • ინფორმაცია კომპანიის (ორგანიზაციის) შესახებ;
  • თესლის წარმოშობის სერტიფიკატი, სადაც მითითებული უნდა იყოს, რომ თესლი არ არის გენმოდიფიცირებული;
  • თესლის ხარისხის სერტიფიკატი (ვარგისიანობის ვადისა და შენახვის პირობების მითითებით);
  • თესლის ფიტოსანიტარული სერტიფიკატი;
  • თესლის მწარმოებლის მიერ თანდართული თესვა/მოვლის აგროტექნიკური წესები/ინსტრუქცია;
  • კილოგრამის ფასი.

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:

ქეთი ჯიბლაძე

ტელ: 593 79 77 99

E-mail:  keti.jibladze@rec-caucasus.org

ტენდერის ჩაბარების ვადები და პირობები:

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2019 წლის 7 ოქტომბერი განცხადება მოგვაწოდეთ წერილობით ზემოთ მითითებულ ელ.მისამართზე ან ხელით კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ოფისში:

თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა N13 (დ. არაყიშვილის ჩიხი 1).