August 27, 2020

ტენდერი მინერალური სასუქის შესასყიდად

ტენდერი No. 006RECC/G/GEF-2020-SP-05-BL2302

კავაკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციას სამხრეთ კავასიაში. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და მისი განმახორციელებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment).

ორგანიზაცია ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას თესლბრუნვის დანერგვის გზით გორის, ქარელის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ზემოაღნიშნული პილოტური პროექტის განსახორციელებლად, ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს მინერალური სასუქის შესყიდვაზე.

სასუქის დასახელება რაოდენობა
დიამოფოსკა (10-26-26 / აზოტ-ფოსფორ-კალიუმი) 49,600.00 კგ

აქედან:
13,000.00 კგ 2020 წლის საშემოდგომო თესვისთვის, ხოლო 36,600.00 კგ 2021 წლის საგაზაფხულო თესვისთვის.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო განაცხადი (განცხადის ფორმა ჩამოსატვირთად: Annex FERTILIZER) შემდეგი ინფორმაციით:

• შემოთავაზება მოსაწოდებელი სასუქის დასახელებითა და რაოდენობით;
• მოწოდების თარიღი და ადგილი;
• ინფორმაცია კომპანიის(ორგანიზაციის) ან ფიზიკური პირის შესახებ;
• მინერალური სასუქის წარმოშობის სერტიფიკატი;
• მინერალური სასუქის ხარისხის სერტიფიკატი (ვარგისიანობის ვადისა და შენახვის პირობების მითითებით);
• მინერალური სასუქის მწარმოებლის მიერ თანდართული გამოყენების აგროტექნიკური წესები/ინსტრუქცია;
• შემოთავაზებული ფასი.

 

ტენდერის ჩაბარების ვადები და პირობები:

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2020 წლის 11 სექტემბერი. განცხადება მოგვაწოდეთ წერილობით ზემოთ მითითებულ ელ.მისამართზე ან ხელით კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ოფისში:
თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა N13 (დავით არაყიშვილის ჩიხი 1).

E-mail: keti.jibladze@rec-caucasus.org