November 15, 2019

ტენდერი ნერგების შესყიდვაზე

ტენდერი მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) ნერგების შესყიდვაზე

ტენდერის No. 008RECC/S/GEF-2019-SP-02

 

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) არის აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს ხელისუფლებებისა და ევროკავშირის მიერ 1999 წელს დაარსებული დამოუკიდებელი, არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას და მხარი დაუჭიროს მდგრად განვითარებასა და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მისი სათაო ორგანიზაცია საქართველოში, ქალაქ თბილისში მდებარეობს, ხოლო ფილიალები სომხეთსა და აზერბაიჯანში. დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.rec-caucasus.org

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ამჟამად ახორციელებს პროექტს „მიწის აღდგენის ღონისძიებები კახეთის მოწყვლად მუნიციპალიტეტებში მიწის ეროზიის თავიდან ასაცილებლად და 650 ჰექტარი სახნავი მიწის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით“, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის“  (AMMAR) პროექტის ფარგლებში.  პროექტი მიზნად ისახავს 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლების გაშენებასა და აღდგენას ქარისმიერ ეროზიის ზეგავლენის ქვეშ მყოფ კახეთის მუნიციპალიტეტებში.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მიწის აღდგენის ღონისძიებები კახეთის მოწყვლად მუნიციპალიტეტებში მიწის ეროზიის თავიდან ასაცილებლად და 650 ჰექტარი სახნავი მიწის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ქვემოთ მოცემული ტექნიკური სპეციფიკაციის (მახასიათებლების) მქონე შემდეგ წიწვოვან და ფოთლოვან მერქნიან მცენარეთა  ნერგების მოწოდებაზე:

მოსაწოდებელი ნერგების ტექნიკური სპეციფიკაცია (მახასიათებლები):

N ნერგების სახეობის დასახელება  

ნერგების გამოყვანის მეთოდი

 

ნერგების სიმაღლე ფესვის ყელიდან (სმ)  

 

მოსაწოდებელი ნერგების ხნოვანება

 

მოსაწოდებელი ნერგების რაოდენობა

(ცალი)

 

1.  

მარადმწვანე კვიპაროსი

(Cupressus sempervirens)

 

დახურულ ფესვთა სისტემიანი (მიწის კომით),

ან კონტეინერებში გამოყვანილი ნერგები

 

20-50 სმ  

 

3-4 წლის

4,405
2. ალვის ხე

(Populus nigra)

 

შიშველ ფესვიანი,

ან დახურულ ფესვიანი (მიწის კომით),

ან კონტეინერებში გამოყვანილი ნერგები

 

100-200 სმ  

 

 

1-2 წლის

33,100
3. თეთრი აკაცია

(Robinia pseudoacacia)

შიშველ ფესვიანი,

ან დახურულ ფესვიანი (კომით),

ან კონტეინერებში გამოყვანილი ნერგები

 

40-100 სმ  

 

1-2 წლის

6,075
4.

 

მინდვრის ნეკერჩხალი

(Acer campestre)

შიშველ ფესვიანი,

ან დახურულ ფესვიანი (მიწის კომით),

ან კონტეინერებში გამოყვანილი ნერგები

 

30-60 სმ  

2-3 წლის

1,420
სულ ნერგების საერთო რაოდენობა: 45,000
შენიშვნა: ნერგების ადგილწარმოშობა: საქართველო (საქართველოში გამოყვანილი)

1. ტენდერში მონაწილეობის მიზნით, დაინტერესებულმა იურიდიულმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა შეავსონ სატენდერო განაცხადის ფორმა (იხ. დანართი 1) შემდეგი ინფორმაციის მითითებით:

ა) ინფორმაცია მომწოდებლის იურიდიული სტატუსის შესახებ;
ბ) ინფორმაცია სანერგის შესახებ (ადგილმდებარეობა, სანერგის მოწყობის წელი, ფართობი, ნერგების გამოყვანის მეთოდები);
გ) ნერგების შემოთავაზებული ტექნიკური სპეციფიკაცია (მახასიათებლები) და შესყიდვის შემოთავაზებული ღირებულება (ფასი).

2. ნერგების მიწოდება უნდა განხორციელდეს საგარეჯოს, სიღნაღის, გურჯაანისა  და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ფარგლებში. მიწოდების კონკრეტული ადგილები და გრაფიკი დადგინდება შესაბამისი ხელშეკრულებით.

3. ნერგების მოწოდების პერიოდი: 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერი.

4. მოწოდებული ნერგები უნდა იყოს საღი, მექანიკური დაზიანების გარეშე, ბაქტერიული და სხვა დაავადებებისა და პათოლოგიების გარეშე.

5. ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ტექნიკურ სპეციფიკაციაში აღწერილი მოთხოვნების, შემოთავაზებული ნერგების საერთო რაოდენობისა და შემოთავაზებული ღირებულების (ფასის) მიხედვით ჩატარებული ერთობლივი შეფასების საფუძველზე.

ტენდერის შედეგების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ/ფიზიკურ პირთან არაუგვიანეს 2019 წლის 26 ნოემბრისა.

შენიშვნა:  შემსყიდველი ორგანიზაცია (კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი – REC Caucasus) უფლებას იტოვებს ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ/ფიზიკურ პირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე (შესაბამის სანერგეში) შეამოწმოს მოსაწოდებელი ნერგების საერთო მდგომარეობა და ხარისხი.

სატენდერო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: kety.tsereteli@rec-caucasus.org

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა არის: 2019 წლის 25 ნოემბერი, 13:00 საათი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე არაუგვიანეს ა.წ. 22 ნოემბრისა მობ.: ტელ: 577 569656, ქეთი წერეთელი, პროექტის მენეჯერი.