October 21, 2020

ტენდერი ფოთლოვან მერქნიან მცენარეთა ნერგების შესყიდვაზე

006RECC/G/GEF-2020-SP-06-BL2302

კავაკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციას სამხრეთ კავასიაში. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და მისი განმახორციელებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment).

ორგანიზაცია ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქარისმიერი ეროზიის შემცირებასა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას ქარსაფარი ზოლების გაშენების გზით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ზემოაღნიშნული პილოტური პროექტის განსახორციელებლად, ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს ქვემოთ მოცემული ტექნიკური სპეციფიკაციის (მახასიათებლების) მქონე შემდეგ ფოთლოვან მერქნიან მცენარეთა ნერგების შესყიდვაზე:

N ნერგების სახეობის დასახელება ნერგების გამოყვანის მეთოდი ნერგების სიმაღლე ფესვის ყელიდან (სმ) მოსაწოდებელი ნერგების ხნოვანება ნერგების რაოდენობა (ცალი)
1 ალვის ხე (Populus nigra) შიშველ ფესვიანი, ან დახურულ ფესვიანი (მიწის კომით), ან კონტეინერებში გამოყვანილი ნერგები 100-200 სმ  1-2 წლის 2940
2 მინდვრის ნეკერჩხალი (Acer campestre) შიშველ ფესვიანი, ან დახურულ ფესვიანი (მიწის კომით), ან კონტეინერებში გამოყვანილი ნერგები 40-80 სმ 2-3 წლის 480
3 ჩვეულებრივი იფანი (Fraxinus exselsior) შიშველ ფესვიანი, ან დახურულ ფესვიანი (მიწის კომით), ან კონტეინერებში გამოყვანილი ნერგები 50-100 სმ 2-3 წლის 1280
4 ჩვეუკებრივი ნუში (Amygdalus communis) შიშველ ფესვიანი, ან დახურულ ფესვიანი (მიწის კომით), ან კონტეინერებში გამოყვანილი ნერგები 40-80 სმ 1-2 წლის 380
შენიშვნა: ნერგების ადგილწარმოშობა: საქართველო (საქართველოში გამოყვანილი)

ტენდერში მონაწილეობის მიზნით, დაინტერესებულმა იურიდიულმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა შეავსონ სატენდერო განაცხადის ფორმა (დანართი 1 Tender Attachement) შემდეგი ინფორმაციის მითითებით:

ა) ინფორმაცია მომწოდებლის იურიდიული სტატუსის შესახებ;
ბ) ინფორმაცია სანერგის შესახებ (ადგილმდებარეობა, სანერგის მოწყობის წელი, ფართობი, ნერგების გამოყვანის მეთოდები);
გ) ნერგების შემოთავაზებული ტექნიკური სპეციფიკაცია (მახასიათებლები) და შესყიდვის შემოთავაზებული ღირებულება (ფასი).

ნერგების მიწოდება უნდა განხორციელდეს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ფარგლებში. მიწოდების კონკრეტული ადგილები და გრაფიკი დადგინდება შესაბამისი ხელშეკრულებით.
ნერგების მოწოდების პერიოდი: 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერი.
მოწოდებული ნერგები უნდა იყოს საღი, მექანიკური დაზიანების გარეშე, ბაქტერიული და სხვა დაავადებებისა და პათოლოგიების გარეშე.

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ტექნიკურ სპეციფიკაციაში აღწერილი მოთხოვნების, შემოთავაზებული ნერგების საერთო რაოდენობისა და შემოთავაზებული ღირებულების (ფასის) მიხედვით ჩატარებული ერთობლივი შეფასების საფუძველზე.

შენიშვნა: შემსყიდველი ორგანიზაცია (კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი – REC Caucasus) უფლებას იტოვებს ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ/ფიზიკურ პირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე (შესაბამის სანერგეში) შეამოწმოს მოსაწოდებელი ნერგების საერთო მდგომარეობა და ხარისხი.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა არის: 2020 წლის 4 ნოემბერი, 13:00 საათი. სატენდერო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: keti.jibladze@rec-caucasus.org