კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) არის აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს ხელისუფლებებისა და ევროკავშირის მიერ 1999 წელს დაარსებული დამოუკიდებელი, არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას და მხარი დაუჭიროს მდგრად განვითარებასა და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მისი სათაო ორგანიზაცია საქართველოში, ქალაქ თბილისში მდებარეობს, ხოლო ფილიალები სომხეთსა და აზერბაიჯანში. დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.rec-caucasus.org
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ამჟამად ახორციელებს პროექტს „მიწის აღდგენის ღონისძიებები კახეთის მოწყვლად მუნიციპალიტეტებში მიწის ეროზიის თავიდან ასაცილებლად და 650 ჰექტარი სახნავი მიწის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით“, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის“ (AMMAR) პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლების გაშენებასა და აღდგენას ქარისმიერ ეროზიის ზეგავლენის ქვეშ მყოფ კახეთის მუნიციპალიტეტებში.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მიწის აღდგენის ღონისძიებები კახეთის მოწყვლად მუნიციპალიტეტებში მიწის ეროზიის თავიდან ასაცილებლად და 650 ჰექტარი სახნავი მიწის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს 135 კგ პოლიმერული ტიპის წყლის აბსორბენტის გრანულების მომწოდებლის შესარჩევად ქვემოთ მოცემული მახასიათებლებით (ტექნიკური სპეციფიკაციით):
მოსაწოდებელი პოლიმერული ტიპის წყლის აბსორბენტის გრანულების ტექნიკური სპეციფიკაცია:
1. პროდუქტს უნდა ჰქონდეს ტენისა და წყლის მარაგის შეკავების უნარი დიდი ხნის განმავლობაში.
2. გამოიყენებოდეს ნიადაგის დრენაჟისა და აერაციისთვის.
3. პროდუქტის გამოყენების და მოქმედების ხანგრძლივობა მინ. 7-8 წელი.
4. არ უნდა შეიცავდეს ტოქსიურ ნივთიერებებს, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისთვისა და ნიადაგის და მცენარეებისთვის მავნე სხვა ნივთიერებებს.
შენიშვნა: შესასყიდი საქონლის დაფასოების ტიპი განისაზღვრება აბსორბენტის შემოთავაზებული მოსაწოდებელი რაოდენობიდან გამომდინარე.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებულმა იურიდიულმა/ფიზიკურმა პირებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
1. ინფორმაცია მომწოდებელი იურიდიული/ფიზიკური პირის იურიდიული სტატუსის შესახებ (დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი).
2. პოლიმერული ტიპის აბსორბენტის შემოთავაზებული მახასიათებლები (ტექნიკური სპეციფიკაცია) – შემოთავაზებული დაფასოების სახეობების ჩათვლით.
4. პოლიმერული ტიპის აბსორბენტის მოწოდების პერიოდი.
5. პოლიმერული ტიპის აბსორბენტის ერთეულის ღირებულება (ფასი) დღგ-ის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან არაუგვიანეს 2019 წლის 26 ნოემბრისა.
სატენდერო პირობებში აღწერილი ინფორმაცია (სატენდერო განაცხადი) უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: kety.tsereteli@rec-caucasus.org
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2019 წლის 25 ნოემბერი, 13:00 საათი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე არაუგვიანეს 22 ნოემბრისა – მობ: 577 569656, ქეთი წერეთელი.