ტენდერი სახიფათო ნარჩენების, მათ შორის პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი ზეთების შეგროვება/დამუშავების მიზნით აღჭურვილობის გადაცემაზე

მიმწოდებელი 

,,ააიპ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“

პროექტის შესახებ

„კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (RECC) ჩართულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის “პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პოლიქლორირებული ბიფენილების) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში”(GEF Agency Project ID: 150214) განხორციელების პროცესში. პროექტის განმახორციელებელია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (RECC). პროექტი ხორციელდება 2018 წლის მარტიდან 2023 წლის დეკემბრამდე. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი არის აღმასრულებელი უწყება და პასუხისმგებელია ამ პროექტის განხორციელებაზე საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს გააძლიეროს ტექნიკური და მენეჯმენტის შესაძლებლობები POP-ების ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით.

ააიპ – ,,კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს სახიფათო ნარჩენების, მათ შორის ნამუშევარი ზეთების შეგროვება/დამუშავების მიზნით აღჭურვილობის გადაცემაზე.

მომსახურების მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმები

– ინვესტიციის მოცულობა;
– სახიფათო ნარჩენების სფეროში ოპერირების გამოცდილება (სახიფათო ნარჩენების გადამუშავების გამოცდილება);
– სახიფათო ნარჩენების მართვის სფროში საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება;
– სახიფათო ნარჩენების შეგროვება/ტრანსპორტირებაზე შესაბამისი რეგისტრაციის ფლობა;
– სახიფათო ნარჩენების დამუშავებაზე შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების არსებობა;
– საგადასახადო დავალიანების არარსებობა;
– გადახდისუუნარობის საქმისწარმოების არარსებობა;
– კონტრაქტების შესრულების ისტორია;
– სამართალწარმოების ისტორია;
– ფინანსური მდგომარეობა (ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ მცირე საშუალო წლიური ბრუნვა 300 000 ევროს ოდენობით);
– სხვა კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრულია ტექნიკური დავალებით.

მონაწილეობის მიღების უფლება

მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ საწარმოს, რომელიც რეგისტირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ შერჩევის კრიტერიუმებს.

მომსახურების მიწოდების ვადა

დაწყების სავარაუდო თარიღი – 1 ივნისი 2023 წელი
დასრულების თარიღი – 1 ივნისი 2028 წელი

შეთავაზების წარდგენის წესი

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შეთავაზებები და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს არაუგვიანეს 3 მაისის 2023 წ. 18:00 საათისა შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@rec-caucasus.org

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი

დანართი 1. ტექნიკური დავალება