April 28, 2021

ტენდერი სოფ. არხილოსკალოში გადასახედი მოედნის მოწყობაზე

არაკომერციული ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. არხილოსკალოში გადასახედი მოედნის მოწყობაზე

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 5 მაისი, 2021

სატენდერო განცხადების #: 021RECC/G/EU-2021-SRV-2-68

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის, „კახეთში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა“-ს (NEAR-TS/2018/404-140), ფარგლებში. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ინკლუზიური და მდგრადი ზრდის და ადგილობრივ დონეზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მეშვეობით.

ტენდერის გზით შერჩეული კომპანია პასუხისმგებელი იქნება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. არხილოსკალოში, არხილოსკალოს ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადასახედი ადგილის და მასთან ინტეგრირებული, ბუნების ინეტრპრეტაციაზე დამყარებული 2 კმ-მდე ბილიკის დაპროქტება და მოწყობაზე(1).
გადასახედთნ უნდა მოეწყოს სურათის გადასაღები კონსტრუქცია (ხის, რკინის ან/და ბეტონის კომბინაციით) გეგმარებითი ბიოსფრეული რეზერვატის ლოგოთი და საინტერპრეტაციო დაფით (სიმაღლე – 90 სმ; სიგრძე – 60 სმ; სიგანე – 50 სმ). გადასახედი მოიცავს 40 კვმ ან მეტი ფართობის ბეტონის, ქვის, ხის ან მათი კომბინაციით აშენებულ მოედანს (განიხილება სხვა შემოთავაზებებიც).

პროექტების მომზადების აუცილებელი პირობები:
– შესაბამის საინჟინრო-ტექნიკურ ნახაზებთან ერთად ასახული უნდა იყოს საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია (ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე). მოედნის და ბილიკის კალკულაციები წარმოდგენილი უნდა იქნას ცალ-ცალკე;
– პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ზედა ზღვარი შეადგენს 52 000 ლარს;
– წარმოადგენილი გადასახედი მოედნის პროექტი უნდა მიესადაგებოდეს არსებულ ლანდშაფტს და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას უსაფრთხოების ასპექტები;
– სამუშაოს დაწყებამდე წარმოდგენილი ნაგებობის სამშენებლო ნებართვას უზრუნველყოფს დამკვეთი;
– სამუშაოს შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) კალენდარულ თვეს

დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ გადასახედი მოედნის მოწყობის ადგილს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. ქვემოთ).

ასევე ტენდერში მონაწილე კომპანიამ:

– უნდა გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები;
– სამშენებლო მასალების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღოს ადგილობრივი კლიმატის თავისებურებები;
-სამშენებლო მასალების შერჩევის დროს გაითვალისწინოს კონსტრუქციის მინიმალური შენახვის და ექსპლოატაციის ხარჯები;
– მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი სამშენებლო და ბუნებრივი მასალები;
– უზრუნველყოსკონსტრუქციის მაქისიმალური უსაფრთხოება;
– უზრუნველყოს მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
შემოთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის დასახელება (2) ; მოკლე აღწერილობა; რენდერი, ნახაზი ზომების მითითებით (დეტალური სამშენებლო პროექტი მოეთხოვება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას); ფასების ცხრილები/ხარჯთაღრიცხვა თანდართული ცხრილების მიხედვით (Budget viewing platform-Arkhiloskalo.xlsx და Budget Interpretation Trail-Arkhiloskalo.xlsx) გადასახედისთვის და ბილიკისთვის; ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ–ს გარეშე; რეკვიზიტები: კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი.

გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს:

– ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
– ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
– ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული შესაბამისი პროექტების ჩამონათვალი (უპირატესობა მიენიჭება მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე კომპანიებს. ასევე კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება. ტენდერში მონაწილე კომპანიას, ან კომპანიის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეს საინჟინრო-საპროექტო და სამშენებლო სფეროში არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება).

ნიმუში და ხარჯთაღრიცხვა
წინამდებარე სატენდერო შეთავაზებას თან ერთვის გდასახედი მოედნის სანიმუშო ფოტოები (დანართი 1 – viewing platform) და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების სანიმუშო ცხრილები (დანართი 2 – Budget viewing platform-Arkhiloskalo.xlsx და დანართი 2a-Budget Interpretation Trail-Arkhiloskalo.xlsx). საჭიროების შემთხევაში, ტენდერში მონაწილე კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს უფრო დეტალური ცხრილი, ბიუჯეტის ძირითადი ხაზების ჩაშლის გზით.

საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 21 მაისი 2021.
– ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი.
– ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: zviad.khukhunashvili@rec-caucasus.org და lali.tevzadzei@rec-caucasus.org (COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, სასურველია შემოთავაზებები წარმოდგენილი იქნას მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე):
– საკონტაქტო პირები:

  • ლალი თევზაძე; მობ: +995 557 73 69 19; lali.tevzadzei@rec-caucasus.org
  • ამირან კოდიაშვილი; მობ: +995 599 31 39 57; amiran.kodiashvili@gmail.com

(1) ბილიკის მოწყობაში იგულისხმება მხოლოდ მანიშნებლების და საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფების დადგმა.

(2) „არხილოსკალოს გადასახედი მოედნის მოწყობა“

თანდართული დოკუმენტები:

დანართი 1 – viewing platform

დანართი 2 – Budget Viewing platform-Arkhiloskalo

დანართი 2a – Budget Interpretation Trail-Arkhiloskalo