ტენდერი წალკის მუნიციპალიტეტში ბარეთის ტბის სარეგულაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეაბილიტაციაზე

ააიპ  „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს წალკის მუნიციპალიტეტში ბარეთის ტბის სარეგულაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეაბილიტაციაზე

 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა:  20 თებერვალი, 2020

ტენდერი ცხადდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის მიერ დაფინანსებული  პროექტის „სათემო კონსერვაციული აქტივობების მხარდაჭერა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების დასაცავად და დაშორებული, მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად – სათემო კონსერვაცია ადგილობრივი თემების გაძლიერებისათვის“ ( GEO/SGP/OP6/Y4/STAR/CD/19/03) ფარგლებში.

პროექტის განმახორციელებელი უწყება, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი, იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები.

 

სატენდერო პირობები:

1.    საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია ასახული უნდა იყოს ლარში(იხილეთ დანართი 1_ბიუჯეტი) ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებლის ჩათვლით.
2.    ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო რესურსების ფასებს (2019 წლის III კვარტალის მიხედვით);
3.    სამუშაოების სავარაუდო ღირებულების ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 9 500 ლარს;

4.    ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ისარგებლონ წინამდებარე განცხადებაზე მიმაგრებული ბარეთის ტბის სარეგულაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დოკუმენტით(იხილეთ დანართი_2), რომელსაც თან ერთვის (მონოლითური რკ/ბეტონის სათავისი არმირების  ნახაზი დანართი _3, ფილის საყალიბე ნახაზი და სპეციფიკაციები დანართი_4; ბრტყელი სრიალა საკეტი ფარის ნახაზი დანართი_5);

5.    სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 1 თვე.
დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ბარეთის ტბის სარეგულაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობის ადგილი წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა თანდართული ცხრილის მიხედვით;
  • რეკვიზიტები: ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (ამონაწერი); კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი;
  • უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში  მინიმუმ ორ (2) ობიექტზე მსგავსი ხასიათის ჰიდროტექნიკური ნაგებობის/სისტემის მოწყობის და/ან რეაბილიტაციის კონტრაქტი, რომელიც  ანალოგიური ხასიათისაა და სამუშაოები ძირითადად დასრულებულია;

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა:  20 თებერვალი, 2020

–    ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti.esakia@rec-caucasus.org;

–    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
–    მობ: +995 577 99 22 43
–    საკონტაქტო პირი: ქეთი ესაკია