ტენდერი

ტენდერის აღწერილობა:

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) არის აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს ხელისუფლებების და ევრო კავშირის მიერ 1999 წელს დაარსებული დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას და მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მისი სათაო ოფისი საქართველოში, ქალაქ თბილისში მდებარეობს, ხოლო ფილიალები სომხეთსა და აზერბაიჯანში. დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი ამჟამად ახორციელებს პროექტს „მიწის აღდგენის ღონისძიებები მიწის ეროზიის პრევენციისა და ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად დაახლოებით 500 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწაზე შიდა ქართლში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის“  (AMMAR) პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით.  პროექტი მიზნად ისახავს 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლების გაშენებას გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული პროექტის „მიწის აღდგენის ღონისძიებები მიწის ეროზიის პრევენციისა და ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად დაახლოებით 500 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწაზე შიდა ქართლში“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს წიწვოვანი მცენარეების ნერგების მომწოდებლის შესარჩევად.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

N აღწერილობა განზომილება რაოდენობა
1. მარადმწვანე კვიპაროსი 20-50 სმ სიმაღლის კონტეინერული ნერგი 2820
2. შავი ფიჭვი 20-50 სმ სიმაღლის კონტეინერული ნერგი 600
3. კედარი 20-50 სმ სიმაღლის კონტეინერული ნერგი 2220
სულ 5640

უნდა  მიუთითოთ:

1.ნერგების მახასიათებლები;
2. ერთეული ნერგის ფასი დღგ-ს ჩათვლით;
3. მიწოდების პერიოდი.

სატენდერო განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: kety.tsereteli@rec-caucasus.org

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2018 წლის 20 აპრილი, 17:00 საათი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე:

577 569656, ქეთი წერეთელი

Project Manager

REC Caucasus

Tel:+ 995 32 2250775

www.rec-caucasus.org