December 13, 2019

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის რეაბილიტიაცია

არაკომერციული ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის რეაბილიტიაციაზე  

 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 31 დეკემბერი, 2019

სატენდერო განცხადების #: 021RECC/G/EU-2019-SRV-16-65

 

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის, „კახეთში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა“-ს (NEAR-TS/2018/404-140), ფარგლებში. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში  ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ინკლუსიური და მდგრადი ზრდის და ადგილობრივ დონეზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მეშვეობით.

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ პროექტს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვითი (დღგ-ს გარეშე) დოკუმენტაციით:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ვაშლოვანის ბიორეზერვატის თურიზმის საინფორმაციო ცენტრის რეაბილიტაცია

პროექტების მომზადების აუცილებელი პირობები:
–    შესაბამის საესკიზო ნახაზებთან ერთად ასახული უნდა იყოს საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია (ბიუჯეტი დღგ-ს  გარეშე);
–    პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ზედა ზღვარი შეადგენს 20,000 ლარს;
–    ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ისარგებლონ წინამდებარე განცხადებაზე მიმაგრებული სანიმუშო პროექტის ესკიზებით (აღმოსავლეთ კედელი ხედი დასავლეთიდან.jpg, დასავლეთკედელი ხედი აღმოსავლეთიდან.jpg, ზედხედი აღმოსავლეთიდან.jpg, ზედხედი ჩრდილოეთიდან.jpg, სამხრეთ კედლის შუშაბანდი ჩრდილოეთიდან.jpg, ჩრდილოეთ კედელი ხედი სამხრეთ აღმოსავლეთიდან.jpg) და წარმოადგინონ შემოთავაზებები მასთან შესაბამისობაში, უსაფრთხოებისა და  ცენტრის დანიშნულების ასპექტების გათვალისწინებით;
–    სამუშაო შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა აღემატებოდეს 3 (სამ) კალენდარულ თვეს. 

 

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
–    შემოთავაზება, რომელიც  უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის დასახელება („დედოფლისწყაროში ფრინველებზე დაკვირვების ადგილების მოწყობა“)ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა თანდართული ცხრილის მიხედვით (საპროექტო-სარემონტო მოცულობები.xlsx); ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ–ს გარეშე; რეკვიზიტები: კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი;

გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს:
–    ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
–    ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
–    ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული შესაბამისი პროექტების ჩამონათვალი. (უპირატესობა მიენიჭება მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე კომპანიებს. ასევე  კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება. ტენდერში მონაწილეს უნდა გააჩნდეს საინჟინრო-საპროექტო სფეროში არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება)

ნიმუში და ხარჯთაღრიცხვა 
წინამდებარე სატენდერო შემოთავაზებას თან ერთვის სატენდერო შეთავაზებას თან ერთვის სანიმუშო ესკიზები (აღმოსავლეთ კედელი ხედი დასავლეთიდან.jpg, დასავლეთ კედელი ხედი აღმოსავლეთიდან.jpg, ზედხედი აღმოსავლეთიდან.jpg, ზედხედი ჩრდილოეთიდან.jpg, სამხრეთ კედლის შუშაბანდი ჩრდილოეთიდან.jpg, ჩრდილოეთ კედელი ხედი სამხრეთ აღმოსავლეთიდან.jpg) და სახარჯთააღრიცხვო ღირებულების სანიმუშო ცხრილი (საპროექტო-სარემონტო მოცულობები.xlsx).

 

საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 31 დეკემბერი, 2019.

–    ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი.
–    ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zviad.khukhunashvili@rec-caucasus.org;

–    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
–    მობ: +995 599 287940
–    საკონტაქტო პირი: ზვიად ხუხუნაშვილი