COP29: Concluding Meetings Focus on Adaptation Finance and Global Commitments

COP29: Concluding Meetings Focus on Adaptation Finance and Global Commitments

Scroll down for Georgian:

At COP29 in Baku, the critical issue of adaptation finance has been brought into light. According to the UNEP Adaptation Gap Report, an estimated $215–387 billion per year will be required by 2030 to address the challenges of climate adaptation, a figure that significantly exceeds the $27.5 billion allocated in 2022.

Discussions have highlighted the potential of blended finance mechanisms, which combine public, private, and philanthropic funds, to attract private sector investments in key areas such as resilient infrastructure and climate-smart agriculture.

The ongoing negotiations aim to set a new global financial target, aligned with the Glasgow Climate Pact’s commitment to double funding for adaptation efforts.

While COP29 is officially set to conclude tomorrow, uncertainty remains over whether countries will finalize an agreement or if talks will extend into Saturday.

COP29: დასკვნითი შეხვედრები

ბაქოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის დაფინანსების საკითხია. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ადაპტაციის სხვაობის ანგარიშის მიხედვით, 2030 წლამდე ამ მიზნის მისაღწევად ყოველწლიურად 215-387 მილიარდი დოლარის მობილიზებაა საჭირო, რაც საგრძნობლად აღემატება 2022 წელს გამოყოფილ 27.5 მილიარდ დოლარს.

მოლაპარაკებებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. შერეული დაფინანსების შესაძლებლობებს, რომლებიც მოიაზრებს საჯარო, კერძო და საქველმოქმედო ფონდების თანამონაწილეობას. ეს მექანიზმი მიზნად ისახავს კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვას ისეთ სტრატეგიულ დარგებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა.

კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი გლობალური ფინანსური მიზნის დადგენაა, რაც შესაბამისობაშია გლაზგოს კლიმატის პაქტის ვალდებულებასთან, რომელიც ადაპტაციის დაფინანსების გაორმაგებას ითვალისწინებს.

მხარეთა კონფერენცია ოფიციალურად ხვალ უნდა დასრულდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში მოლაპარაკებები შაბათსაც გაგრძელდეს. ახლა საკითხავია, შეძლებენ თუ არა ქვეყნები შეთანხმების მიღწევას მოსალოდნელი ფინანსური მიზნების დასახვაში.

Other
News