Glacial Retreat and Global Response: COP29 Tackles Climate Challenges

Glacial Retreat and Global Response: COP29 Tackles Climate Challenges

Scroll down for Georgian

At COP29 in Baku, Azerbaijan, on November 12, experts brought attention to the accelerating melting of glaciers in the Greater Caucasus region, a growing concern for water resources and stability. The glaciers, spanning over 1,061 km², are crucial for agriculture, hydropower, and local communities, particularly during seasonal droughts. Among the glaciers highlighted was Georgia’s critically endangered Gergeti Glacier, with the region’s glaciers collectively experiencing the world’s second-highest rate of mass loss. This accelerated melting has already reduced river runoff, significantly impacting water availability during the summer months.

Running from November 11 to 22, COP29 gathers leaders from government, business, and civil society to advance concrete solutions to the escalating climate crisis. With global temperatures hitting record highs and climate-related disasters affecting populations worldwide, this year’s conference emphasizes the need for climate finance. Significant investments are required to support countries in their efforts to reduce greenhouse gas emissions and protect lives and livelihoods.

A major focus at COP29 is the submission of updated national climate action plans under the Paris Agreement, due by early 2025. These plans aim to limit global warming to 1.5°C above pre-industrial levels and serve as investment blueprints that advance the Sustainable Development Goals. Reaching this temperature target is especially vital for regions like the Caucasus, where conserving glaciers is crucial to preserving water resources and supporting local ecosystems.

12 ნოემბერს, ბაქოში, COP29-ის ფარგლებში, ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს კავკასიონის რეგიონში მყინვარების დაჩქარებული დნობის პრობლემაზე, რაც წყლის რესურსების სტაბილურობისთვის მზარდი საფრთხეა. 1,061 კმ²-ზე განთავსებული ეს მყინვარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის, ჰიდროენერგეტიკისთვის და ადგილობრივი თემებისთვის, განსაკუთრებით სეზონური გვალვების დროს. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა საქართველოს გერგეთის მყინვარს, რომელიც კრიტიკული გაქრობის საფრთხის წინაშეა, ხოლო რეგიონის მყინვარები მსოფლიოს მასშტაბით მასის დაკარგვის მეორე ყველაზე მაღალი ტემპით დნება. დაჩქარებულმა დნობამ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა მდინარეების ჩამონადენი, რაც ზაფხულში წყლის ხელმისაწვდომობას ართულებს.

11-22 ნოემბერს მიმდინარე COP29-ზე მთავრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები იკრიბებიან, რათა კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. გლობალური ტემპერატურების რეკორდული მატების და კლიმატური კატასტროფების ფონზე, კონფერენცია წელს განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კლიმატის სფეროს დაფინანსებაზე. ქვეყნებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი ინვესტიციები სათბური აირების ემისიების შემცირებისა და მოსახლეობისა და საარსებო წყაროების დასაცავად.

COP29-ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია პარიზის შეთანხმების ფარგლებში განახლებული ეროვნული კლიმატის სამოქმედო გეგმების წარდგენა, რომელიც 2025 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ეს გეგმები მიზნად ისახავს გლობალური დათბობის 1.5°C-ის ფარგლებში შენარჩუნებას და განვითარების მდგრადი მიზნების მიღწევისთვის საჭირო ინვესტიციებს აყალიბებს. აღნიშნული ტემპერატურის შეზღუდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონისთვის, სადაც მყინვარების დაცვა აუცილებელია წყლის რესურსების და ადგილობრივი ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის.

 

Other
News