Holistic Pasture Management in Action: ‘Field Days’ to Upscale Grassland Restoration Results in Ganakhleba and Nanini Villages

Holistic Pasture Management in Action: ‘Field Days’ to Upscale Grassland Restoration Results in Ganakhleba and Nanini Villages

(ქართული ვერსიის სანახავად ჩაყევით გვერდს)

Through the support of the Global Environment Facility (GEF), the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO), the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, and the Regional Environmental Centre for the Caucasus (REC Caucasus), the small farmers of the Kakheti, Mtskheta-Mtianeti, and Kvemo Kartli regions will receive environmental, economic and social benefits resulting from the restoration of 530 hectares of pastureland and the promotion of sustainable animal husbandry.

Animal husbandry is the main source of income for agricultural households in Georgia. The development of animal husbandry and its related incomes significantly depends on the condition and quality of pasturelands near the village. Pasture productivity is greatly influenced by utilization practices and management approaches. Currently, sustainable pasture management is generally not carried out in Georgia. A large part of the existing natural pastures-grassland is degraded due to excessive and uncontrolled grazing. Livestock overgrazing is considered a widespread cause of land degradation, biodiversity loss, and soil erosion.

The degraded grassland of the Kakheti, Mtskheta-Mtianeti, and Kvemo Kartli regions were selected for restoration and implementation of holistic pasture management practices.   Demonstration events for the restoration of pilot pasture in the villages of Uvada (Dmanisi), Naniani (Gurjaan), and Sno (Kazbeg) contribute to the introduction of a controlled grazing system on 530 ha of pasture and training of the local population. 620 head of cattle belonging to 85 beneficiary households (360 residents) utilize the mentioned pastures.

On May 21-23, at the “Field Days” organized within the framework of the project “Achieving Land Degradation Neutrality Targets of Georgia through Restoration and Sustainable Management of Degraded Pasturelands“, the project team informed the participants of the event about the actions taken to improve the pastures in Naniani and Ganakhleba and the results reached. The event participants also had the opportunity to listen to the experience of the project beneficiaries, the small farmers.

“The condition of pastures in our village was noticeably deteriorating. The condition of pastures in our village was noticeably deteriorating. The amount of nutritious grass gradually decreased, while weeds spread rapidly. In the summer, the grass dries up quickly, making it difficult to properly feed the cattle. It is the second year since we started implementing a holistic approach to pasture management. For this purpose, with the help of the project, we installed an electric fence, divided the pasture into plots, and developed a grazing calendar. We monitor the condition of the grass on the pasture and change the grazing periods on the pasture plots. The essence of the method is that after the cattle graze on each plot evenly, they should move to a new plot to give the grass on the grazed plot a chance to rest and recover. Based on our local knowledge, we can say that pastures that are grazed on in this manner have higher quantity and quality grass in comparison to pastures where grazing is carried out continuously. In addition, the project helped us in the restoration of the water intake structure and the arrangement of watering holes. Thanks to this, our cattle always have access to drinking water, which is especially important for the implementation of controlled grazing,” said Ms. Eter Gogochuri, a resident of the village of Ganakhleba.

“Over the last couple of years, in the village of Naniani, we have witnessed that it is possible to improve the condition of the grass on the pastures by managing cattle grazing with the help of electric fences. Pasture improvement is vital to our small farms. We have been implementing the method of controlled grazing recommended by the project since last year. Also, we organized a water system, which made it possible for the cattle to regularly drink water on the pasture. According to the recommendations of the project, we are also implementing other measures to improve the pastures, such as mowing weeds, spreading hay in the bare areas to promote the restoration of grass, placing licking minerals”, said Mr. Levan Tevdorashvili, a farmer living in the village of Naniani.

The experience of the farmers living in Naniani and Ganakhleba regarding the introduction of the controlled grazing system is already upscaling to other municipalities in Georgia. On May 21-22, the beneficiaries of the project hosted farmers from 9 villages of the Akhaltsikhe Municipality, and, together with the project team, shared the experiences, results, and challenges of implementing sustainable pasture management demonstration measures. Farmers collectively discussed current practices in pasture and livestock management, and the need for changes to increase pasture productivity. Farmers from Akhaltsikhe noted that the degradation of pastures is a significant problem for their villages as well, and therefore, they consider it important to introduce a controlled grazing system there as well. While several villages in Akhaltsikhe already have experience in this area, the practices require further dissemination.

The implementation of sustainable pasture management demonstration measures in Akhaltsikhe Municipality is supported by the The Dairy Modernization and Market Access (DiMMA) Programme. This program is financed by the Government of Georgia, the International Fund for Agricultural Development (IFAD), and the Adaptation Fund (AF). Within the framework of the program, the Regional Environmental Centre for the Caucasus assessed the state of pasture degradation in Akhaltsikhe Municipality and prepared a pasture management plan for 15 selected villages.

The project “Achieving Land Degradation Neutrality Targets of Georgia through Restoration and Sustainable Management of Degraded Pasturelands” was initiated by the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, and is implemented with the financing of the Global Environment Facility (GEF), the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO) and the Regional Environmental Centre for the Caucasus (REC Caucasus). The project partner is the Caucasus Environmental Non-Governmental Organizations Network (CENN).

 

________________________________

 

საძოვრების ჰოლისტიკური მართვის დემონსტრირება: „მინდვრის დღეები“ განახლებასა (დმანისი) და ნანიანში (გურჯაანი) 

 

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს სურსათისა და  სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მხარდაჭერით, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და  ქვემო ქართლის რეგიონების მცირე ფერმერები 530 ჰექტარზე საძოვრის აღდგენისა და მდგრადი მეცხოველეობის  ხელშეწყობით, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მიიღებენ.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო შინამეურნეობათათვის მეცხოველეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა. მეცხოველეობის განვითარება და მასთან დაკავშირებული შემოსავლები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოფლის მახლობლად არსებული საერთო სარგებლობის საძოვრების მდგომარეობასა და ხარისხზე. საძოვრების პროდუქტიულობაზე დიდ გავლენას ახდენს სარგებლობის პრაქტიკა და მართვის მიდგომები; პირუტყვის გადაჭარბებული ძოვება მიწის დეგრადაციის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და ნიადაგის ეროზიის ფართოდ გავრცელებულ მიზეზად მიიჩნევა. დღეისათვის, საქართველოში ფაქტობრივად არ ხორციელდება საძოვრების მართვა, არსებული ბუნებრივი საძოვრების დიდი ნაწილი კი დეგრადირებულია გადაჭარბებული და უკონტროლო ძოვების გამო. 

პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, აღდგენისა და მდგრადი მართვის ჰოლისტიკური პრაქტიკის დასანერგად შერჩეულ იქნა კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და  ქვემო ქართლის რეგიონების დეგრადირებული საძოვრები. საპილოტე საძოვრის აღდგენის სადემონსტრაციო ღონისძიებები სოფლებში განახლება (დმანისი), ნანიანი (გურჯაანი) და სნო (ყაზბეგი) ხელს უწყობს 530 ჰა საძოვარზე კონტროლირებადი ძოვების სისტემის შემოღებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული საძოვრებით სარგებლობს 85 ბენეფიციარი შინამეურნეობის (360 მაცხოვრებლის) კუთვნილი 620 სული პირუტყვი.  

21-23 მაისს პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ „მინდვრის დღეებზე“ პროექტის ჯგუფმა ღონისძიების მონაწილეებს განახლებასა და ნანიანში  საძოვრების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ქმედებები და მიღებული შედეგები გააცნო. ღონისძიების მონაწილეებმა მოუსმინეს პროექტის ბენეფიციარ მცირე ფერმერებს და გაეცნენ მათ ყოფას. 

სოფელ განახლებაში მცხოვრებმა ქალბატონმა ეთერ გოგოჭურმა დამსწრეებს თავიანთ სოფელში საძოვრის მართვის ახალი მიდგომის დანერგვის წარმატებული შედეგები გაუზიარა: 

 “ჩვენი სოფლის საძოვრების მდგომარეობა შესამჩნევად უარესდებოდა. თანდათან შემცირდა სასარგებლო ბალახის ოდენობა. გავრცელდა სარეველები. ზაფხულში ბალახი სწრაფად ხმებოდა, რის შედეგადაც ვეღარ ხერხდებოდა პირუტყვის სრულფასოვანი გამოკვება. უკვე მეორე წელია ვნერგავთ საძოვრის მართვის ახალ მიდგომას. ამ მიზნით, პროექტის დახმარებით, მოვაწყვეთ ელექტროღობე, საძოვარი დავყავით ნაკვეთებად და შევიმუშავეთ ძოვების კალენდარი. საძოვარზე ვაკვირდებით ბალახის მდგომარეობას და ვცვლით საძოვრის ნაკვეთებზე ძოვების პერიოდებს. მეთოდის არსიც ზუსტად ისაა რომ, თითოეულ ნაკვეთის თანაბრად გაძოვების  შემდეგ,  პირუტყვი ახალ ნაკვეთზე გადავიდეს, რათა გაძოვილ ნაკვეთზე ბალახს მივცეთ  დასვენებისა და აღდგენის საშუალება. ჩვენი მცირე გამოცდილების საფუძველზეც კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ  საძოვარზე გაცილებით მეტი რაოდენობისა და უკეთესი ბალახი იზრდება, ვიდრე საძოვრებზე, სადაც ძოვება მიმდინარეობს მუდმივად.“ 

მისი თქმით, პირუტყვისთვის სასმელი წყლის უზრუნველყოფამაც მნიშვნელოვანი დადებითი როლი ითამაშა:

„გარდა ამისა, პროექტი დაგვეხმარა წყალმიმღები ნაგებობის აღდგენასა და სარწყულებლების მოწყობაში. ამის წყალობით ჩვენს პირუტყვს მუდმივად აქვს  წვდომა სასმელ წყალზე, რაც კონტოლირებადი ძოვების   დანერგვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“  

სოფელ ნანიანში მცხოვრებმა ფერმერმა, ბატონმა ლევან თევდორაშვილმა ხაზი გაუსვა ელექტოღობის როლს, რის შემდეგაც ზოგადად კონტროლირებული ძოვების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რამდენიმე წელია სოფელ ნანიანში ვრწმუნდებით, რომ საძოვრებზე ბალახის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია პირუტყვის ძოვების მართვით ელექტროღობეების საშუალებით. საძოვრების გაუმჯობესება კი ჩვენი მცირე ფერმერული მეურნეობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  პროექტის მიერ რეკომენდირებული კონტროლირებადი ძოვების მეთოდს შარშანდელი წლიდან ვნერგავთ. ასევე, მოვაწყვეთ წყლის სისტემა, რითაც შესაძლებელი გახდა პირუტყვის დარწყულება საძოვარზე. პროექტის რეკომენდაციების მიხედვით, ვნერგავთ საძოვრების გაუმჯობესების სხვა ღონისძიებებსაც, როგორიცაა სარეველების წათიბვა, თივის გაშლა მოშიშვლებულ ადგილებში ბალახის აღდგენის ხელშეწყობისათვის, სალოკი მინერალების განთავსება.“ 

განახლებასა და ნანიანში მცხოვრებ ფერმერთა გამოცდილება კონტროლირებადი ძოვების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უკვე ვრცელდება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 21-22 მაისს პროექტის ბენეფიციარებმა უმასპინძლეს ფერმერებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 9 სოფლიდან და, პროექტის ჯგუფთან ერთად, გაუზიარეს საძოვრების მდგრადი მართვის სადემონსტრაციო ღონისძიებების დანერგვით მიღებული გამოცდილება, შედეგები და დაკავშირებული გამოწვევები. ფერმერებმა ერთობლივად იმსჯელეს საძოვრების მართვის, მეცხოველეობის გაძღოლის არსებული პრაქტიკისა და ცვლილებების საჭიროების შესახებ, საძოვრების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. ახალციხელმა ფერმერებმა აღნიშნეს, რომ საძოვრების დეგრადაცია აქტუალური პრობლემაა მათი სოფლებისთვისაც, ამიტომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ კონტროლირებადი ძოვების სისტემის დანერგვის ინიცირება. რამდენიმე სოფელს ახალციხეში  უკვე აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება და საჭიროებს შემდგომ გავრცელებას.  

ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრების მდგრადი მართვის სადემონსტრაციო ღონისძიებების განხორციელებას მხარს უჭერს მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამა. აღნიშნული პროგრამა ფინანსდება საქართველოს მთავრობის, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD)  და ადაპტაციის ფონდის (AF) მიერ. პროგრამის ფარგლებში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ შეფასდა საძოვრების დეგრადაციის მდგომარეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ფარგლებში და მომზადდა საძოვრების მართვის გეგმა 15 შერჩეული სოფლისათვის. 

პროექტი „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და  კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ. პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). 

Other
News