Project for Bareti farmers – Georgian version

Project for Bareti farmers – Georgian version

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია BP-ის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი პროექტი ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ ბარეთის ფერმერებისთვის, რომელიც დაფინანსებულია ეკო-გრანტების პროექტის ფარგლებში.

წალკის მუნიციპალიტეტში „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (RECC), ახორცილებს პროექტს“ მიწისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად და მცირე მოწყვლადი მეურნეობების ეკონომიკური მდგომარების გასაძლიერებლად“. პროექტის ბენეფიციარები გახლავთ სოფელ ბარეთის ფერმერები (ეკომიგრანტები), რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ თემატური სწავლება და დღეს განხორციელდა პირველი პრაქტიკული ტრენინგი.

პროექტის ექსპერტმა სადემონსტრაციო ნაკვეთზე, რომელიც ეკუთვნის პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას „ბედიანის ბავშვთა ცენტრს“, ნიადაგის კულტივაციის, ნიადაგის მჟავიანობის შემოწმების, სასუქის შეტანის, კარტოფილის თესლის დამუშავებისა და თესვის პრაქტიკული სწავლება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ელიტ კლასის კარტოფილის თესლი შეძენილია პროექტის ფარგლებში და შემოტანილია ნიდერლანდებიდან. დათესილი კარტოფილის კულტურიდან მიღებული მოსავალი გადანაწილდება და დაურიგდებათ ბენეფიციარ ფერმერებს, ასევე „ბედიანის ბავშვთა ცენტრს“. შემდგომ, კარტოფილი დაითესება ბენეფიციარების მიერ და შედეგად მოსალოდნელია მომდევნო 4 წლის განმავლობაში უკეთესი ხარისხის მოსავლის აღება და ბენეფიციარების ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის ნიადაგისა და წყლის მდგრადი მართვისთვის საჭირო ცოდნის ხელშეწყობა, ცოდნის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

ეკო–გრანტების პროგრამა დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე.

Other
News