February 27, 2019

Thematic training in Tsalka Municipality – Georgian version

Thematic training in Tsalka Municipality – Georgian version

პროექტის “მიწისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა “მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად და მცირე მოწყვლადი მეურნეობების ეკონომიკური მდგომარების გასაძლიერებლად” ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 14-15 თებერვალს, სოფელ ბარეთის ფერმერებისათვის ჩატარდა მეორე თემატური ტრენინგი სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი და ბოსტნეული (კარტოფილი) კულტურების მოყვანის საკითხებში. პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია შ.პ.ს. “ბი-პი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედი” და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, სი-თი-სი-ს მიერ. პროექტს აღასრულებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ბედიანის ბავშვთა ცენტრთან ერთად, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა და რეგიონში მუშაობს განათლებისა და სოციო-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე.

პროექტი მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, რამდენადაც იგი დაკავშირებულია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასთან შემოსავლის უფრო მდგრადი წყაროს შესაქმნელად, როგორც სურსათის უვნებლობასთან, ასევე სოფლის მეურნეობის სწორი პრაქტიკების პოპულარიზაციის ხელშეწყობასთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფერმერები, წალკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ბედიანის ბავშვთა ცენტრის წარმომადგენლები, პროექტის ხელმძღვანელი და ექსპერტები.

Other
News