January 30, 2020

ტრენინგი ბარეთის თემის მოსახლეობისთვის

ტრენინგი ბარეთის თემის მოსახლეობისთვის

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტის „სათემო კონსერვაციული აქტივობების მხარდაჭერა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების დასაცავად და დაშორებული, მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად – სათემო კონსერვაცია ადგილობრივი თემების გაძლიერებისათვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მიერ (GEF SGP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2020 წლის 28-29-30 იანვარს, წალკის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი ბარეთის თემის მოსახლეობისთვის.

ტრენინგი ეხებოდა ბიომრავალფეროვნების გლობალურ და ადგილობრივ მნიშვნელობას, ადამიანის ზემოქმედებას ბიომრავალფეროვნებაზე (ხელისშემწყობი და დამაზიანებელი ფაქტორები), თემის როლს ბიომრავალფეროვნების დაცვაში, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვას, მათ შორის დაცული სახეობების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის განვითარების ისტორიას და მისი განვითარების პოტენციალს ქვემო ქართლის რეგიონში.  ტრენინგებს ესწრებოდა 25 ბენეფიციარი. ტრენინგი გამოირჩეოდა მონაწილეების დიდი ჩართულობით.

Other
News