კონკურსი ადგილობრივი ექსპერტის (კოორდინატორის) შესარჩევად

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) აცხადებს კონკურსს ადგილობრივი ექსპერტის (კოორდინატორის) ვაკანსიაზე დმანისის, ყაზბეგის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში პროექტის „საქართველოში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში.

ინფორმაცია RECC-ის და პროექტის შესახებ: კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC), როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, ჩართულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებაში „საქართველოში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“. GEF პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

დაქირავებული ადგილობრივი ექსპერტი (კოორდინატორი), პროექტის გუნდის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პროექტის კომპონენტის- საძოვრების მდგრადი მენეჯმენტის პრაქტიკის დემონსტრირება და წარმატებული მიდგომების გავრცელება – ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში, რომელიც მოიცავს სხვადასხვა შესაბამის მიდგომას მიწის დეგრადაციის თავიდან აცილების, შემცირებისა და რეზერვაციისთვის სამიზნე მუნიციპალიტეტებში (ყაზბეგი, დმანისი და გურჯაანი).
(დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თანდართული ფაილები: TOR FOR LOCAL PROJECT EXPERT OPA-RECC&FAO20)

სამუშაო მოვალეობები:

  • პროექტის მენეჯმენტთან შეთანხმებით სამიზნე მუნიციპალიტეტების შერჩეულ სოფლებში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქმედებების განხორციელების კოორდინაცია და მონაწილეობა;
  • საძოვრებზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის კონტროლი და ზედამხედველობა;
  • საპილოტე საძოვრებზე კონტროლირებადი ძოვების სისტემის დანერგვის ყოველდღიური კოორდინაცია;
  • საპილოტე საძოვრის ყოველწლიური მართვის გეგმის და ძოვების კალენდრის შემუშავება, კონტროლირებადი ძოვების და საძოვრის მდგრადი მართვის საპილოტე პროგრამის ექსპერტთან ერთად;
  • საპილოტე საძოვრით მოსარგებლეთა მობილიზება და მათი ჩართვის უზრუნველყოფა საპილოტე საძოვრის მართვის გეგმის და ძოვების კალენდრის შემუშვებასა და განხორციელებაში;
  • საძოვარზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის (მათ შორის ელექტროღობეები და წყლის სისტემები) გამართული მუშაობის მონიტორინგი და მოვლა-პატრონობა;
  • საძოვრის მოსარგებლეთა სოციალურ-ეკონომიკური და ცხოველთა ვეტერინარული მდგომარეობის შესახებ მონაცემთა რეგულარული შეგროვება/განახლება და პროექტის სამუშაო ჯგუფისთვის მიწოდება;
  • ადგილზე საძოვრის მოსარგებლეთა გაერთიანების (pasture users union) შექმნისა და საქმიანობის ხელშეწყობა;
  •  მიღებული გამოცდილების საფუძველზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება საძოვრების სარგებლობის გაუმჯობესების მიზნით;
  •  პროექტის აქტივობების ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე, პარტნიორობისა და თანამშრომლობის დამყარება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან;
  •  საძოვრების მოსარგებლეთა, პროექტის გუნდისა და სხვა დაინტერსებულ მხარეებთან საქმიანობის და შეხვედრების კოორდინაცია;
  •  ტრენინგების, სემინარების, საველე ვიზიტების და პროექტთან დაკავშირებული სხვა აქტივობების ლოგისტიკური უზრუნველყოფა;
    o გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში საჭირო ქმედებებში სწრაფად გარკვევა და პროექტის გუნდისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  •  თანამშრომლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მუნიციპალურ და რეგიონულ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან/სსო-ებთან და სხვადასხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მუნიციპალურ დონეზე მიწის მართვის საკითხების ცოდნა
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, რომელიმე შემდეგ საქმიანობაში: სოფლის მეურნეობა, საძოვრებისა და მეცხოველეობის მენეჯმენტი, რძისა და ხორცის წარმოება, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, მიწის დეგრადაცია და გარემოს მენეჯმენტი.
  •  ქართულად საუბრის და წერის უნარები
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესობად) სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის ან სხვა მონათესავე დარგებში
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (word, excel, power point) საშუალო დონეზე ცოდნა.

ტექნიკური კომპეტენციები:

  • კოორდინაციის და ორგანიზების უნარები
  • საველე მუშაობის უნარები
  • სამიზნე მუნიციპალიტეტის ფარგლებში და მის გარეთ მგზავრობის შესაძლებლობა
  • კარგი საკომუნიკაციო და პრეზენტაციის უნარები

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: nino.nadibaidze@rec-caucasus.org . ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

TOR FOR LOCAL PROJECT EXPERT OPA-RECC&FAO20