
საქართველოში დაცული ტერიტორიების არსებობა საუკუნეზე მეტს ითვლის, ხოლო დაცული ტერიტორიის პირველი სტატუსი ლაგოდეხის ნაკრძალს მიენიჭა. დღეს კი, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (International Union for Conservation of Nature) IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით 5 სხვადასხვა კატეგორიის 87 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 12 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 20 აღკვეთილი და 1 დაცული ლანდშაფტი, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 9.95%-ს შეადგენს.
