საქართველოში დაცული ტერიტორიების არსებობა საუკუნეზე მეტს ითვლის, ხოლო დაცული ტერიტორიის პირველი სტატუსი ლაგოდეხის ნაკრძალს მიენიჭა. დღეს კი, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (International Union for Conservation of Nature) IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით 5 სხვადასხვა...
ერთ-ერთი გამორჩეული მხარე, სადაც მრავლადაა დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონია. ესენია: ვაშლოვანის, ლაგოდეხის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, მარიამჯვარის და ჭაჭუნას დაცული ტერიტორიები. თუმცა კახეთი გამორჩეულია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით, არამედ აგრომრავალფეროვნებით და იგი ასევე მდიდარია ისტორიულ-კულტურული...
დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი სტეპებისა და ნახევრადუდაბნოს მხარეა. ზუსტად აქ, საუკუნეების განმავლობაში, ბუნება და ადამიანის საქმიანობა, განსაკუთრებით კი მეცხოველეობა, გვერდიგვერდ არსებობდა. ბიოსფერული რეზერვატი სწორედ ამ ისტორიულ თანაარსებობას ეყრდნობა: იცავს ბუნებას და ამასთანავე ქმნის შესაძლებლობს მდგრადი განვითარებისთვის და სამეცნიერო კვლევებისთვის.