How a Holistic Approach to Pasture Management is Transforming Livelihoods in Dmanisi

How a Holistic Approach to Pasture Management is Transforming Livelihoods in Dmanisi

Pasture degradation is a significant challenge across Georgia, particularly in municipalities where livestock farming is the primary source of livelihood. One such place is the highland village of Ganakhleba, located in Dmanisi Municipality. Years of unregulated grazing and unsustainable land use led to severe degradation and declining productivity of pastures. Today, however, local residents are beginning to witness the benefits of a transformative shift that has changed not only how pastures are managed but also the daily routine of farmers.

Under the project “Achieving Land Degradation Neutrality Targets of Georgia through Restoration and Sustainable Management of Degraded Pastures” a range of practical and ecologically sustainable activities have been implemented in Ganakhleba village. This holistic pasture management approach aims both to restore and conserve pastureland and to improve the livelihoods of local farmers.

Pasture Rehabilitation and Ecosystem Benefits

In the project’s pilot area – 268 hectares of pasture in Ganakhleba – a controlled grazing system has been introduced. Approximately 40 hectares have been divided into eight plots using electric fencing, and grazing is conducted according to a specially developed grazing calendar. This approach significantly supports grass cover regeneration and helps prevent soil erosion.

To ensure access to water for livestock, new water supply infrastructure was established: A catchment structure was restored, five watering troughs were installed, and a 750-meter-long pipeline was replaced to deliver water to the village’s central trough.

To protect livestock from heat stress, shaded areas were created. So-called “green umbrellas” were established over a 600 m² area using 40 local tree saplings (Fraxinus coriariaefolia and Pyrus caucasica) and a 60 m² demonstration shade structure was constructed.

Additionally, 16 hectares of the pilot pasture were cleared of bushes, encroaching pine shoot, and ant mounds significantly boosting pasture productivity.

The restoration of grass cover and improved pasture management practices have already delivered tangible benefits for local farmers: daily workloads have decreased, livestock productivity has increased, and real opportunities have emerged for farm expansion.

With the improved pastures, we save time and energy. We bring the calves and heifers in the morning, and they stay here all day, with water and shade available. Our cattle’s daily weight gain has improved and there is an opportunity to increase herd size.”- said local farmer Shio Zviadauri.

Collective Action for Sustainable Outcomes

Ganakhleba is home to one of the first Pasture User Union (PUU) in Georgia, established on a membership basis. The association ensures collective and equitable pasture management and promotes environmentally sustainable agricultural practices.

Pasture rehabilitation enables farmers to improve the quality of agricultural products, which ultimately leads to increased income. For many pasture-using farmers, milk and dairy products remain their primary source of income. The project’s goal, therefore, extends beyond optimizing pasture use, it also seeks to enhance milk quality and strengthen the entire value chain.

To support these goals, PUU members received dairy equipment and animal health products, which on the one hand are a prerequisite for obtaining safe milk, and on the other hand simplify the daily work of the farmer.

In addition, they participated in practical trainings on livestock management, animal health, and milk and dairy processing.

“Our association has existed for three years now and brings together 24 farming families from the village. Together we manage around 300 head of cattle. We jointly manage the pastures, every spring we set up electric fence, and in the fall, we dismantle it and prepare for the next season. The benefits are substantial: farmers have more free time, farms are more productive, milk yields are up, pastures are used more efficiently with noticeable grass cover improvements each year.,” said Mari Butkhashvili, Chairwoman of the Ganakhleba Pasture Users Union.

Sharing Progress and Looking Ahead

On July 14, the Caucasus Regional Environmental Center (REC Caucasus) organized a field visit to Ganakhleba. The event brought together representatives of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO), project partners, and local farmers. Deputy Minister Lasha Dolidze also participated. The purpose of the visit was to evaluate on-site results and share sustainable pasture management practices that can serve as a model for other regions of the country.

The pilot pasture is a clear example of how integrated and holistic agricultural practices can contribute to both natural resource restoration and improved farmer livelihoods. This approach demonstrates that caring for ecosystems and empowering local communities can go hand in hand and reinforce one another.

The project “Achieving Land Degradation Neutrality Targets of Georgia through Restoration and Sustainable Management of Degraded Pasturelands” was initiated by the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, and is implemented with the financing of the Global Environment Facility (GEF), the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO) and the Regional Environmental Centre for the Caucasus (REC Caucasus). The project partner is the Caucasus Environmental Non-Governmental Organizations Network (CENN).

 

როგორ ცვლის ჰოლისტიკური მიდგომა საძოვრებსა და ფერმერთა ცხოვრებას დმანისში

საქართველოში საძოვრების  დეგრადაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო მეცხოველეობაა. სწორედ ასეთია დმანისის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი – განახლება. წლების განმავლობაში უსისტემო ძოვებამ და მიწის რესურსების  არამდგრადმა მართვამ მათი დეგრადაცია და პროდუქტიულობის შემცირება გამოიწვია.   დღეისათვის  კი ადგილობრივები თანდათან ხედავენ იმ გარდატეხის შედეგებს, რომელმაც მთლიანად შეცვალა საძოვრების გამოყენების პრაქტიკა და  ყოველდღიური ფერმერული საქმიანობის რუტინა.

პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, სოფელ განახლებაში  მთელი რიგი პრაქტიკული და ეკოლოგიურად მდგრადი აქტივობები განხორციელდა. საძოვრების ჰოლისტიკური მართვა, მიზნად ისახავს ერთის მხრივ საძოვრების აღდგენასა და შენარჩუნებას, მეორეს მხრივ ფერმერთა საარსებო წყაროების გაუმჯობესებას.

საძოვრების რეაბილიტაცია და ეკოსისტემური სარგებელი

პროექტის საპილოტე ტერიტორიაზე, რომელიც სოფელ განახლების საძოვრების 268 ჰექტარს მოიცავს, დაინერგა კონტროლირებადი ძოვების სისტემა. მათ შორის დაახლოებით 40 ჰა საძოვარი ელექტროღობეების საშუალებით 8 ნაკვეთად დაიყო, სადაც სპეციალურად შემუშავებულ ძოვების კალენდარის მიხედვით ხდება ძოვება. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბალახოვანი საფარის აღდგენასა და ნიადაგის ეროზიის თავიდან აცილებას.

საძოვარზე მყოფი საქონლისათვის წყლის უზრუნველყოფის მიზნით მოეწყო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა, აღდგა კაპტაჟის ტიპის წყალმიმღები, დამონტაჟდა 5 სარწყულებელი და შეიცვალა 750-მეტრიანი მილსადენი, სოფლის ცენტში მდებარე სარწყულებლის მოსამარაგებლად.

საქონლისათვის სიცხის სტრესის თავიდან ასარიდებლად მოეწყო საჩრდილობელი სივრცეები:  გაშენდა „მწვანე ქოლგები“ (600 მ²) – დაირგო 40 ადგილობრივი ხის ნერგი (იფანი და პანტა); მოეწყო 60მ² საჩრდილობელი კონსტრუქცია.

საპილოტე საძოვრის 16 ჰა ტერიტორია გაიწმინდა ბუჩქნარისგან, ფიჭვის ამონაყარისა და კოლბოხებისგან, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საძოვრის პროდუქტიულობა.

საძოვრებზე ბალახოვანი საფარის აღდგენამ და მართვის გაუმჯობესებულმა მიდგომებმა ადგილობრივ ფერმერებს უკვე მოუტანა ხელშესახები სარგებელი: შემცირდა ყოველდღიური შრომის მოცულობა, გაიზარდა საქონლის პროდუქტიულობა და გაჩნდა მეურნეობის გაფართოების რეალური შესაძლებლობა.

„მოწყობილი საძოვრებით პირველ რიგში დავზოგეთ დრო და ენერგია. დილით მოვიყვანთ და საღამომდე აქ არიან, წყალიც აქვთ და ჩრდილიც. ხორცითაც მოიმატა ჩვენმა საქონელმა. ფერმერებს საშუალება მოგვცა საქონლის რაოდენობა გავზარდოთ,“ – აღნიშნავს ადგილობრივი ფერმერი, შიო ზვიადაური.

გაერთიანებული ძალისხმევა

სოფელ განახლებაში შეიქმნა ერთ-ერთი პირველი საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია წევრობაზე. ეს გაერთიანება უზრუნველყოფს საძოვრების საერთო და სამართლიან მართვას და ავითარებს, გარემოსთან თავსებად მიდგომებს სოფლის მეურნეობაში.

საძოვრების აღდგენა ხელს უწყობს ფერმერებს გააუმჯობესონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხი, რაც საბოლოოდ მათი შემოსავლების ზრდას განაპირობებს. საძოვრებით მოსარგებლე ფერმერთათვის რძე და რძის პროდუქტები წარმოადგენს შემოსავლის ძირითად წყაროს. ამ კონტექსტში, პროექტის მიზანია არა მხოლოდ საძოვრების რესურსების ოპტიმიზაცია, არამედ რძის ხარისხის გაუმჯობესება და მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სოფელ განახლების   საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრებს გადაეცათ რძის ჰიგიენური წარმოებისთვის საჭირო  მცირე ზომის აღჭურვილობა და ცხოველთა მოვლის საშუალებები. ამასთან,  ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგები მეცხოველეობის, ცხოველთა ჯანმრთელობის, რძისა და რძის პროდუქტების წარმოების შესახებ.

„ჩვენი ორგანიზაცია უკვე სამი  წელია რაც არსებობს და მასში ჩვენი სოფლის 24 ფერმერი ოჯახია გაერთიანებული. საერთო ჯამში დაახლოებით 300 სული პირუტყვი გვყავს. საძოვრებს ერთობლივად ვმართავთ – გაზაფხულზე ვიკრიბებით, ვაგებთ ღობეებს, შემოდგომით კი ვალაგებთ და ვამზადებთ მომავალი სეზონისთვის. სარგებელი ძალიან დიდია: ფერმერს უფრო მეტი თავისუფალი დრო რჩება, მეურნეობა კი უფრო პროდუქტიული ხდება. რძის წველადობა გაიზარდა, საძოვრებიც უკეთესად გამოიყენება და ყოველწლიურად მიწის საფარი უფრო ხარისხიანი ბალახით იფარება.“ – აღნიშნავს სოფელ განახლების საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანების თავმჯდომარე, მარი ბუთხაშვილი.

პროგრესის გაზიარება და მომავლის ხედვა

14 ივლისს, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, სოფელ განახლებაში გაიმართა საველე ვიზიტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), პროექტის პარტნიორებისა და ადგილობრივი ფერმერების წარმომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლაშა დოლიძე. შეხვედრის მიზანი იყო ადგილზე მიღწეული შედეგების შეფასება და საძოვრების მდგრადი მართვის  პრაქტიკების  გაზიარება, რომელიც მომავალში  მაგალითად უნდა  იქცეს ქვეყნის სხვა რეგიონებისთვისაც.

საპილოტე საძოვრები წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ინტეგრირებულმა და ჰოლისტიკურმა  სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებმა  ხელი შეუწყოს როგორც ბუნებრივი რესურსების დაცვასა და აღდგენას, ასევე ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მიდგომა ადასტურებს, რომ ეკოსისტემაზე ზრუნვა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება შესაძლებელია პარალელურად და ურთიერთდამოკიდებულად.

პროექტი „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus) მიერ.

Other
News